ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

აქა ასმათისაგან მორთმევა სამხრისა

428. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა, ნადირი არ მიჭამია არ დამაშვრალხარ წავიდეთ, თუცა დაშრომის ჟამია

429. შევეკაზმე დარბაზს მიველ, დამხუდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო, სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მგზავსი მზისა გაეხარნეს მისვლა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა

430. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ, საჭურეტად სასურველია მან გაანათლოს მჭურეტელთა, გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად, ქენ არა საზოზღნელია

431. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ სხვათა კაბათა, არ აგჴდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

432. მამართუნეს ასნი კლიტენი, ასთავე საჭურჭლეთანი თაყვანისვეც და დავლოცენ, დოვლანი მათთა სვეთანი მაკოცეს ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი რა გასცეს ზომნი ვით გითხრნე, ლაშქართა სისავსეთანი

433. კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა კულა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა ძილპირამდის სიხარულსა, სიხარული გვანდა ვერა დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა

434. ავიყარენით მიგუჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა, ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა, მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის, გონება მისგან ჭურეტისა

435. მონა მოვიდა მიამბო, ამბავი მე მართალიო შენსა ამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია

436. მე ვისთვის ვკვდები მიამა, ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე, ქნაღა თაყვანისსცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი, ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალვისა ხე მისად

437. მიამბე მისი ამბავი, სხუად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს, და ტურფად მოგწონებია აწ კულაცა ცნობა ამბვისა, მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა

438. წიგნი მომართვა ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე, წყალჯავარისა შენისა ომგარდაჴდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა არვი მიმაჩანს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა

439. ღ~თნ თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენად უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი, ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი, არვის მართებს უშენოსა

440. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო შენი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა, აგინებენ არ იდენო რომე ძოღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო

441. იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა, სხვა ღამე არ გაგთენოდეს

442. აქა მჴეცქმნილი ტარიელ, ტირს ჭირი იათასების თქვა მე მაქვს სამჴრე რომელი, კულა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო, თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა, ქვე მკუდართა დაედასების

443. ასრე წვა რომე არ გვანდა, მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწუთაგან ნახოკარისა კულა წყალსა ასხამს უშველის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

444. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭურიტნა ასმათ ვამნი გაამრავლა, ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქუა ვცოცხალვარ საწუთრომან, აწცა ჩემი სისხლი ხურიტნა

445. ზე წამოჯდა ფერმიჴდილი, აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა, საუბრად და არა ჭურეტად დარჩომა და არ სიკუდილი, მას უმძიმდა მეტისმეტად