... (S-4499), XVII ს.

428. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქუეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყვენით: თქვენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგუწნეს: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

429. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთუალვიდე: ერთგან: ვნახე: საკუირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუმცა: ნახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

430. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩვენი: უკვირდის: ღ~თისაგან: თქუის: საწაულად: არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: ჰგვანდა: ნაჭედსა: ვთქუი: ცეცხლთა: შენართაულად:

431. იგი: საძღუნოდ: მისად: დავდევ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ათჯერ: ასი: ყველაკაი: წვივმაგრობდა: დატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

აქა წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე გაიმარჯვა:

432. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხთლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყუიანად:

433. რა: ყუელაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხუენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე: ვერა: მოყო: აქლემები: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭუენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

434. ხატაეთისა: ხელმწიფე: მამყუანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიჴსნა: შემამკრა: მან: სახუეველი: ლბილია:

435. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მიჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

436. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემოჯარენით: დღეს: ხატაელნი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემომგვარენით:

437. რამაზ: მეფე: შეპყრობილი: მას: წინაშე: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგუანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე:

438. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყვასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

439. მე: ვჰკადრე: ღმერთი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქვენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: იცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა: მაგრამ: ნუმც: გნახავთ: კვლაცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

440. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკუეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია: კულავ: ხატაური: ათასი: სხუა: სტავრა: სხუა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

441. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: ღმერთმან: თქვენი: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მამკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყუელაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

აქა ასმათისაგან მორთმევა სამჴრისა:

442. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: რა: შენგან: გაგყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

443. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ: დამხუდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქვე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მგზავსი: მზისა: გაეხარნეს: მისულა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

444. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ჰქენ: არა: საზოზღნელია:

445. აწ: მითქუამს: საქმე: უშენო: შენცა: ცან: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩვენგანვე: სახელდებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერდსა: დაისვა: ორნივე: სრას: დამხუდით: მოვალთ: შვებული: