... (H-461), XVIII ს.

429. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრითა჻ წამოსრული჻ ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თვალთა჻ ლული჻ წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული჻ კარის჻ მცველმან჻ მონა჻ უჴმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული჻

430. მონააო჻ ასმათისი჻ შემოყვანა჻ უთხრა჻ განა჻ მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ ამიფოლხუდა჻ ჯაჭუთა჻ მანა჻ წაველ჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ ვუთხარ჻ ამისთანა჻

431. ბაღჩა჻ შევვლე჻ არა჻ დამხუდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი჻ ქალი჻ წინა჻ მამეგება჻ მხიარული჻ მოცინარი჻ მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასვია჻ გულსა჻ ნარი჻ მოდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭვნელი჻ დაუმჭნარი჻

432. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა჻ სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბადაღჩანურის჻ ლალითა჻ შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვა჻ კრთომითა჻ მე჻ შემომხედის჻ ხანდისხან჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თვალითა჻

433. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყვა჻ მისსა჻ მონასურსა჻ ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა჻ ასმათ჻ იჴმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა჻ აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კვლა჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა჻

434. ასმათ჻ გამომყვა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე჻ ვთქვი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე჻ მაშინ჻ მამეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე჻ გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ ნეტავ჻ ვით჻ დაიტია჻ რე჻

435. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი჻ მითხრა჻ ეგრე჻ წასულისათვის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი჻ სიმძიმრისა჻ ერდო჻ დახშევ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი჻ სირცხვილი჻ აქუს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ კრძალავს჻ ლაღი჻

436. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭუ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა჻ ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ანბვითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა჻ ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედი჻ ზედსა჻ მავალსა჻ თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთუის჻ არა჻ ვეჭუ჻ რომე჻ შენ჻ არ჻ იქმოდე჻ დამალსა჻

437. შევჯე჻ წამოვე჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ფონისა჻ საწოლს჻ შემოვე჻ ხელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ ვქნილიყავ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა჻ ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა჻

438. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათი჻ მოსლვისა჻ დრონია჻ სიტყვანი჻ შემოეთვალნეს჻ ლაღი჻ და჻ უკადრონია჻ არც჻ რამე჻ ჩვენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხე჻ უმაგრონია჻ ნეტარ჻ ეგ჻ თქვენი჻ ჴელმწიფე჻ ჩვენზედა჻ რა჻ პატრონია჻

აქა წიგნი ხატაელთ მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი჻

439. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ წიგნსა჻ გიწერ჻ ტარიელსა გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა჻ როგორა჻ თუ჻ მანდა჻ გეჴმე჻ ვინ჻ ჰპატრონობ჻ დიდსა჻ ერსა჻ ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კვლავცა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა჻

440. უბრძანე჻ წუევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია჻ იგი჻ ვარსკვლავთა჻ ურიცხვი჻ მოდგნეს჻ ინდოთა჻ სპანია჻ ცხენისა჻ ფერჴთა჻ ეჩქარათ჻ მოჰქონდა჻ ჴმა჻ სხარპანია჻ სრულად჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია჻

441. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა჻ აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა჻ სიჩაუქე჻ და჻ სიფიცხე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა჻ ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხვარაზმულობა჻

442. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალამი჻ წითელ჻ შავითა჻ დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა჻ თავსა჻ ვტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ბნელსამცა჻ ვითა჻

443. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილი჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა჻ თვალთა჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა჻ ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა჻ ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რათგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა჻

444. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკუირვებულსა჻ ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ დია჻ შეჭირვებულსა჻ ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთვის჻ მოსურვებულსა჻ მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ გამწარებულსა჻

445. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო჻ შეღამდა჻ წაველ჻ და჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო჻ სად჻ პირველ჻ ასმათ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო჻ სიცილით჻ მითხრა჻ წამოდე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთუარეო჻

446. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბაღის჻ ბანითა჻ გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქ჻ მონავანითა჻ ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწუანითა჻ საკვირველი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანითა჻

447. შეველ჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად჻ გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ შუქი჻ ადგა჻ სვეტად჻ მას჻ ბალახში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად჻ ჩემვე჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭურეტად჻