... (H-599), 1646 წ.

427. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: მხრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

428. დავაგდე: მზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხუია: ხატაეთს: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენ: თქუენნი: ინდოთა: თხანია:

429. მე: შემამძღვნეს: რამაზისგან: ძღვნად: საჭურჭლე: საშინელი: გვითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გუაბია: ყელსა: წნელი: მაურვებლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

430. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდე: თვით: ჩვენვე: შეგუინანია: თუ: ღი~თა: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქვეყანა: ჩვენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყვნენ: ცოტანი: ყმანია:

431. გვერდსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: მეტად: მუხთალნი: ჩვენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლან: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

432. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წავიდეთ: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულმართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კვლა: და: კვლაცითა:

433. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვსცან: შენი: დანაპირები: სიკვდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენ: კერძ: ვირები:

434. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქველანი: თანა: წამომყვეს: წაცაველ: დავყარენ: სპანი: ყველანი: დავვედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

435. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულავ: ეძღვნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: შენ: ძღუნობა: ამისთანისა:

436. კვლაცა: ეთქვა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~ო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქვენი ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

437. მუნით: წასული: ჩამოვხე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კვლავ: მოციქულნი: მოვიდა: სალამად: არ: დამრიდესა: წინათ: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემკე: მოზიდვიდესა: თქვენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

438. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენე: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვნეს: ვით: მაყრები:

439. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: ეზომ: თურე: არ: წახდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქვენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიხდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქვენი: არ: იქნების:

440. მე: მამისა: შენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: შენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკვდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყველასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

441. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: ასჯერ: ათასობენ: კვლა: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიხმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

442. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭვრეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კვამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ლაშქრნი: ეგრეცა: მოგერევიან:

443. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიხდიდია: რომე: არ: მოვკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

444. მას: კაცსა: კარგად: ვეუბენ: არა: ვქენ: სიტყვა: მცდარობა: სიგლითა: მივეც: მამული: ინდოთა: მენაპირობა: ინდოეთს: ციხე: მაგარი: ყარაყუმს: მთა: და: ბარობა: დავწერე: ხელი: ჩაურთე: ინდოთა: ამილბარობა:

445. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთუალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

446. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესაც: მომკლავს: ქვემცა: სადა: დავიმალე: