... (A-363), XVII ს.

428. იცით: ინდოთა: სამეფო: რასდენი: სრა: საჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკუიდრე: ყველაი: თქვენ: მოგჴდომია: ამოწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია: დღესამდის: ტახტი: უჩემოდ: არავის: არ: მონდომია:

429. ვერ: გათნევ: თქუენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არ: მართალია: ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხუარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხუა: მეფე: დაჯდეს: ჰინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴრმალია:

430. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოვე: გამარიდე: ჰინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხურიდე: სხუად: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე:

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანის დაკარგვისა:

431. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

432. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვჰქმენ: ნაცულად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია სრულად: გავქვავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

433. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მომივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

434. შევე: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყვა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღუის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

435. ნავსა: შევჯე: ზღუასა: შეველ: ზღუასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მომიძულვა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

436. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თუე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანა: მყოლი: ყუელაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვჰთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყოცა:

437. ზღუა: ზღუა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღუისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა: ყველაკაი: დამეხოცა: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

438. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემაგონანი: მისი: ვერა: ვსცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი:

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს შემოეყარა:

439. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგუანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყუნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჰჴე: მოსვენებად: დამხუდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

440. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თუალთა: ჩემთა: მონაწური:

441. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირ: პირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴრმლისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

442. ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მყავს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მნდომელი: შევსთუალე: დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

443. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩავე: წინა: უთხარ: დადეგ: მომისმინე: შენი: საქმე: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

444. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: ამბავი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ასრე: ვითხენ:

445. მე: უთხარ: დადეგ: დასწყნარდი: გარდავჰჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგთა: მახვილთა: კუეთასა: თანა: წამომყუა: წავედით: უტკბოსი: მამა: ძეთასა: მე: გავეკვირვე: ჭურეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა: