... (H-54), 1680 წ.

411. ვინადიროთ: მხიარულთა: მშვილდისრითა: მოვსრათ: ველი: ტახტი: დადგით: მაღრიბული: ჩემგან: მოსვლად: ნურად: მელი: ჩარყაფების: ორხაოთა: გააკეთეთ: ზოგან: ჴელი: ედემისა: მსგავსად: ჰკაზმეთ: გაახარეთ: ჩუენი: მზრდელი:

412. მუნ: მეფესა: მოეკაზმეს: სახლი: ამო: სიტურფითა: თვალ: გოარი: მოაფრქვივეს: მუშკსა: ჰფენენ: სუმბულითა: ასრე: ტურფად: მოუკაზმეს: ჴელმწიფესა: მართებს: ვითა: მისი: ფერი: სურნელება: ჴამს: აღიძრას: სამოთხითა:

413. თუ: რა: სადა: საჴელმწიფო: შესაქცევი: პოვეს: სათა: შესხდეს: თანა: წაიტანეს: ზოგნი: ძებნად: არნეს: სხვათა: მას: დღე: სროლა: მათი: იყო: შეყრილობა: კაცი: სპათა: მისნი: მჭურეტნი: გაეკვირნეს: მისთა: ეგზომ: ქცევაზმათა:

414. დღესა: ერთსა: ავაზათა: შეექცეს: და: ამოსწყვიდეს: მეორესა: შავარდნითა: და: ქორითა: ინადირეს: მესამესა: დღესა: შესხდეს: ავაზებსა: მოასხმიდეს: ვინცა: ნახეს: ქება: ჰკადრეს: არ: აიგდეს: არ: იკილთეს:

415. კვირას: ერთსა: ინადირეს: რაცა: პოვეს: ჯარი: ჰჴოცდეს: სტუმარი: და: ჴელმწიფენი: ისრიან: და: ამოდ: ჰმჴეცდეს: ლაღობითა: ნადირობდეს: მჴეცთა: ჰჴოცდეს: ორმოც: ოცდეს: ნაძლევითა: ავს: ისპასა: იმათ: შიგან: ამოჰჴოცდეს:

416. რა: გათავდა: ნადირობა: წამოვიდეს: მხიარული: ჩამოჰხდეს: და: ჭამად: დასხდეს: მეფეს: მიაჩნს: ტახტი: სრული: კაცის: თუალმან: რამცა: ნახა: სხვა: მისებრი: მოკაზმული: აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: მე: მაქვს: ჩემი: გული: წყლული:

417. გარდიჴადეს: ნადიმობავით: გასმია: ჴელმწიფესა: ილხენდეს: და: თამაშობდეს: შესაფერად: ქცევაზნისა: ლალი: მრთელი: იაგუნდი: ფანტვა: იყო: გუირგუინისა: მე: სად: ღირსვარ: მისთა: თქუმათა: მძებნელი: ვარ: იმა: გზისა:

418. მეფემ: უძღვნა: მამა: ჩემსა: უსაზომო: საბოძვრითა: დიდროანი: ტაბაკები: სავსე: თვალთა: გოარითა: უბრძანებდა: სარდან: შვილო: მით: ამოთა: საუბრითა: თავსა: ხურვენ: უცხოს: რასმეს: მუშაკთა: და: ამბარითა:

419. ლხინობდეს: და: თამაშოობდეს: გამოვიდეს: ღამე: დღნი: ღ~თისა: იყო: ბრძანებანი: საწუთროსა: კარის: მღენი: დაორსულდა: დედაჩემი: მოდგეს: სრასა: ძღუნის: მომღენი: ღონე: მქონდეს: არ: მინდოდა: თქმა: ამბავთა: ეგრე: შენი:

420. კრულმც: არს: ჩემი: დაბადება: ჴელმწიფესა: აცნობესა ვაჟი: მიხუდა: ამილბარსა: დედოფალსა: შეჰკადრესა: ლხინი: მოგუცა: შემოქმედმან: ნუ: მოვიწყენთ: ეგრე: თქვესა: ილხენდეს: და: თამაშობდეს: შეჭირვება: დაჰკარგესა:

421. ამის: მეტსა: ვეღარ: უძლებ: ასმათ: გკადროს: რაცა: ვქენა: ადგა: ასმათ: დაუწყნარდა: ყუელა: წურილად: მოახსენა: მე: სოფელსა: აღარ: უნდი: მით: საქმითა: შევიგენა: ესე: თქუა: და: ყმამან: სულთქნა: კულა: დაუწყო: ცრემლმან: დენა:

422. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემან: თქუა: შვილად: გავზრდი: თუით: ჩემივე: გვარი: არსა:

423. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყუანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულთა: ლაშქართა: და: ქვეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემსგავსე: მზესა: თუალად: ლომსა: ნაკვთად:

424. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მსგავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკლვა: მართ: ვითა: სილისა: არა: ჰგავიდოდის: ფარსადანს: მისი: არა: სუმა: შვილისა:

425. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მოგეგებნიან: მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან: თუით: შუბოსანი: ჩემებრი: არავინ: არ: ეგებნიან:

426. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქვა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქვა: მაშინვე: მზესა: ჰგვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

427. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ჰინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთუარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსრული: მხიარული: თამაშობდა:

428. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერ: მიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემი: მნახავნი: მსგავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

429. ქება: არ: ითქმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალ: გვარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა:

430. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: ჰგუანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყუარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა: