ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

409. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ჴმლითა განაკვეთნი, ნახეს მეტად გაუკვირდეს

410. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი მათ ვაალაღებინე სისხლთა მებრძოლთა სისხლითა, მინდორი შევაღებინე არ ვებრძოლე კარი ქალაქთა, უომრად გავაღებინე

411. რამაზს ვარქვი შემიგნია, საქმე შენი სამუხთალე აწ ეგრეცა შეპყრობილმან, თავი გამოიმართალე სიმაგრეთა ნუ ამაგრებ ,ყუელა ჴელთა მომათვალე თვარა შენი შეცოდება, მემცა ზედა რად წავსთვალე

412. რამაზ მითხრა აღარაა, ამის მეტი ჩემი ღონე ერთი ჩემი დიდებული, მამეც ზედა მაპატონე ციხოვანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე ჴელთა მოგცემ ყუელაკასა, გაღანამცა შენ გაქონე

413. მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყუანენ ჴელთა მამცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ საჭურჭლენი სიმრავლითა, რასმცა ვითა დავაგუანენ

414. მაშინღა შეველ ხატაეთს, მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი, მამართვეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხენ უბრძანე, იყუენით თქვენ უკრძალავად მზემან არ დაგუწუნეს იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად

415. საჭურჭლენი გარდავნახენ, თავის თავის კიდისკიდე უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშურები თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი, ყაბაჩა და ერთი რიდე თუცა ნახენ სახელისა, ცოდნასაცა ინატრიდე

416. ვერა შევიგენ რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად ვისცა უჩვენი უკუირდის, ღ~თისაგან თქვის საწაულად არცა ლარულად ჰგებოდა, მას ქსელი არ ორხაულად სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა, ვთქუი ცეცხლთა შენართაულად

417. იგი საძღუნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივმაგრობდა დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე

418. წიგნი დავწერე მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს, თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ, მე ალაფიან ტყუიანად

419. რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხუენ საჭურჭლენი, საჴელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე მოვირჭუენ და მოვივლინე, რაცა მწადდა აგრე ვყავრე

420. ხატაეთისა ჴელმწიფე, მომყუანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიჴსნა შემამკრა, მან სახვეველი ლბილია

421. დადგნეს ტურფანი კარავნი, მოედანს ჩამოხდომ[..] საუბრისა და ჭურეტისა, ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი, მას შიგან გარდაჴდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა

422. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი ,უხმენით შემოჯარენით დღეს ხატაველნი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით

423. რამაზ მეფე შეპყრობილი, მას წინაშე მოვიყუანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა, მეტისმეტი სიგულვანე

424. მას მეფესა ხატაველსა, უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს, მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა

425. მე ვკადრე ღ~თი ვინათგან, შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქუენცა წყალობა, მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანე იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კულაცაღა, ჩემს წინა გაწბილებულსა

426. ხარაჯა დასდვეს შეჰკუეთეს, დრაჰკანი ასჯერ ასია კულავ ხატაური ათასი, სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყუელაი დამოსა, იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია

427. ხატაელმან დაუმადლა, დადრკა მდაბლად ეთაყუანა მოახსენა ორგულობა, თქვენი ღ~თნ შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყუელაკაი, მისი თანა წაიტანა