... (S-4499), XVII ს.

408. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქუი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: მას: მოუდგამს: ჩემთვის: მახე: ჩემი: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴრმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

409. ვთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩვენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: ჩვენთა: სიმაგრენი: ამითთვისმცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკვდეს: მეფეთათუის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნეთ: ხატაელთა: ჴრმალნი: ცუდად: რას: გვაბიან:

410. უბრძანე: ჩაცუმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყუითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭვითა: ჯავშან: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴრმალმან: დაფითა:

411. მივეახლენით: შეგუატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მომართუა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩვენ: თქვენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგქვნია: აწ: ამად: გულნაკლულობა:

412. შევსთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქუენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შემებით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴრმალსა: დამიგია:

413. რა: მივიდა: მოციქული: კულავცა: რადღა: გამოგზავნეს: კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღმერთო: ვერა: მავნეს:

414. შუბნი: ვსთხოვენ: ჴელი: მივჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწუდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

415. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავმაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცს: შევეც: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴრმალო: ვინცა: გლესა:

416. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

417. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრსა: ამოღურიდი: ცხენსა: კაცი: გაკუეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყვი: გამექციან: მათ: შექნიან: ჩემი: რიდი:

418. საღამო: ჟამ: დაიზახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წაედითო: კვლა: მოგუხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტვერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: ამოგვწყვიტნეს: უთუალავმან: ბევრმა: სპამან:

419. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: ე: არა: გამოსჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გაიზეარა:

420. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩუენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴრმლენით: მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

421. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხუდა: ნაცვალი: ძილ: მკრთალთა: ღამეთეულთა: ტყუეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კვნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

422. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჴედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴრმლითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყუიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად:

423. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

424. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდნენ: თავიცა: ვაალაღებინე: სისხლთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

425. რამაზს: ვარქვი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყუელა: ჴელთა: მამათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

426. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მამეც: ზედა: მაპატონე: ციხოანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყველაკასა: განაღამცა: შენ: გაქონე:

427. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანე: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყუანე: ჴელთა: მამცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანე: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმცა: ვითა: დავაგვანე: