... (H-461), XVIII ს.

412. ადგა჻ და჻ თქვა჻ თქვენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია჻ ნუ჻ მეჭუ჻ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია჻ ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია჻ ამა჻ წიგნმან჻ გაგაგონოს჻ ჩემთვის჻ ვისცა჻ უთქმევია჻

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისი თავის საყვარელთანა჻

413. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ალი჻ გულსა჻ მოეწერა჻ მზისა჻ შუქსა჻ ნუ჻ დაიჩნევ჻ ლომო჻ წყლულსა჻ მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდად჻ მძულსა჻ აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყველაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა჻

414. ასმათი჻ ადგა჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად჻ მე჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ მვკითხავად჻ ებრძანებს჻ მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენს჻ მოსაკითხავად჻ ლომსა჻ არ჻ გმართებს჻ ვაგლახი჻ შენ჻ მტერნი჻ გიჩანს჻ მკითხავად

415. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ უჩუენნე჻ საქმენი჻ საგმირონია჻ ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩვენნი჻ სახარაჯონია჻ აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩვენზედა჻ ჩვენგან჻ არ჻ დასათმონია჻

416. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია჻ მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კვლავ჻ ჟამი჻ არ჻ მამჴდომია჻ ძოღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭურეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია჻ მე჻ აქა჻ ყველა჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგჴდომია჻

417. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე჻ აწ჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩვენე჻ გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კვლამცა჻ რად჻ დასტენე჻ მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე჻

418. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა჻ ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ ვით჻ დამეთვალვოდა჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ დამემალოდა჻ მით჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწუი჻ გამელალოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი჻

419. თვალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია჻ პასუხად჻ ვსწერდი჻ მთუარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია჻ მე჻ ღმერთმან჻ იგი჻ ნუ჻ მამცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია჻ სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია჻

420. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხუდები჻ ესე჻ ჰკადრე჻ რათგან჻ მზეო჻ ნათლად჻ ჩემთუის჻ ამოჰჴდები჻ აჰა჻ მკვდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები჻ რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვჰტყუვი჻ თუღა჻ ვირიდები჻

421. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქნათო჻ ესე჻ სჯობდეს჻ ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს჻ ჩემად჻ ნახვად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს჻ დაცამვედრა჻ ამირბალსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს჻

422. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა჻ მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახვისა჻ მისისა჻ ვისგან჻ მომეცა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა჻ ვისთა჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგუანდის჻ სინათლე჻ დღისისა჻

423. ასმათს჻ მოვართვი჻ რჩეული჻ თვალი჻ ოქროსა჻ ჯამითა჻ მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა჻ ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა჻ ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხვად჻ ჴელის჻ შესაბამითა჻

424. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახუართა჻ გულსა჻ მრიდეს჻ შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ სმიდეს჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწვიდეს჻ მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს჻

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა჻

425. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემაგიერი჻ მივსწერე჻ მეფე჻ ინდოთა჻ არისმცა჻ ღ~თგან჻ ძლიერი჻ მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი჻ ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ ექმნას჻ თავისა჻ არ჻ მადრიელი჻

426. ჩვენნო჻ ძმანნო჻ და჻ მოყვასნო჻ თქვენგან჻ არ჻ გავიმწარებით჻ ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანებაფირცხლავმცა჻ მოიარებით჻ თქვენ჻ თუ჻ არ჻ მოხვალთ჻ ჩვენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით჻ სჯობს჻ რომე჻ გვნახნეთ჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით჻

427. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ უფრო჻ მამეცა჻ ლხინები჻ დარბაზს჻ ვიშვებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები჻ მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები჻ აწ჻ ხელმქმნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მჴეცთაცა჻ მოვეწყინები჻

428. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი჻ ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყვნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი჻ მაგრა჻ დამშლოდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი჻ მით჻ შემცვიან჻ სევდათა჻ ვჰთქვენი჻ საწუთროსა჻ გმობანი჻