... (H-599), 1646 წ.

408. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსლვისა: დრონია: სიტყვანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: რა: ჩვენ: ვართ: ჯაბანნი: არ: ციხე: უმაგრონია: ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩემზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად:

409. მოეწერა: რამაზ: მეფე: ტარიელსა: წიგნს: გიწერსა გამიკვირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: პატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

410. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკვლავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ჲინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყველაი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

411. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნა: მათ: შინა: ხანდაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

412. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვსტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

413. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქვი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ხელმან: ვარდი: რად: იხელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

414. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკვირვებულსა: ასმათის: წიგნი: მომართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა:

415. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

416. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქმონავანითა: ფარდაგსა: შინა: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკვირველი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა:

417. შევე: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭვრეტად:

418. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: ზედ: საქებარსა: დავჯე: მივე: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკვირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა:

419. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: დაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხუილი: და: რიდი: ამირბარისა:

420. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არათქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქვექვე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძუღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთვალვა:

421. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა: გეცრუვო: ღ~ნ: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

422. წა: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაღირე: ღ~ნ: ქნას: და: გაგიმარჯვდეს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვქნა: კულაცა: ნახვა: მომხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მომეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

423. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა: მოწყალება: იჩქითია: ღმერთსა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთა: შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: ჭუირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

424. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შეჰვფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მიცა: ღ~ი: მამკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა:

425. დავყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შცენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

426. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკვირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა: