ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

532. დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხუა ვერა გზაღა თავისა, – დავეცი, დავბნდი, წამიჴდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოველ, შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა; გარე მამრტყმოდა ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

533. [იგი უე]რო მნათი იქს საქმე ამა დარსა: გამოკრთის მუნით სინათლე მიმღები თუალთა მზერასა ეს ქუე ძეს მისთუის უცნობო, იგი ტახტზე ზის ზე რასა? წიგნსა უკითხვენ, სწამლობენ, სინჯვენ მაჯის ძგერასა.

534. [.............................................................................] დიდნი[.......]პი [..................................................] იგ ზაფ[.................................................................] მტერ- დაცე[........................................................]

535. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწუისა გამპობელითა. მუყრნი მოასხეს, სენითა მთქუეს გამაბელზებელითა.

536. მე რა მნახა თუალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა? სიტყუა თქუია!” მე პასუხი ვერა უთხარ, ვითა შმაგი, შევკრთია დია; კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

537. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცუიდიან; მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხუიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახუიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწუიდიან.

538. აქიმნიცა იკუირვებდეს: “ესე სენი რაგუარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყუა მცთარი წამერია, დედოფალი ზღუასა შეიქს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

539. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკუდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხუდი რასმე მიუმხუდარი; ვთქუი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამჴდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყუა სამუდარი.

540. “ვთქუი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა ამადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავარკინე.

541. მე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხუა ყველაი უჩუმოდა.

542. იქით და აქათ მამისხდეს, მახურიტეს სახურეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

543. გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მიველ, დავაბრუნვე, მეფე მომყუა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავხე, სხუა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქუი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!”

544. ფარსადან ღმერთსა შესწირა, რაცა აქუს მოგებულია; ყოველნი მადლსა შესწირვენ, მცირე და დიდებულია; დედოფალი ტირს, ცხელითა ცრემლითა მილ გებულია, წამწამ მოვიდის, მნახუიდის ტან -სარო აგებულია.“

545. “ზაფრანის ფერად შეცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან, ვთქუი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

546. ქალი მოვიდა, იკითხა ამბავი რაზმთა მფრეწისა, ტანად ალვა და ლომგული, პირად მზე მინა რეწისა; მისთა შუქთაგან მთუარესა არ ძალ აქუ გარდახვეწისა; მიჴმეს, მიბრძანეს ამბავი, მე მივეგებე მეწისა.“

547. მონააო ასმათისი” - “რა იცისო” ვარქუი, “ვკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკუირდა, სხუად გულისა ვითამცა ვქენ მწუელთა სითხე? მისგან ეჭუი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

548. წიგნი მომცა ასმათისი: “ გული შენი ნუ დაბნდების; ვნახოთ ამა მუხთალთაგან ჩუენსა თავსა რა მოჴდების!“ მას მიჯნური არა ქუიან, ვინცა დღისა წინ მოკუდების, რასთუის უშობ, რასთუის ბნდები, სული რასთუის ამოგხდების?

549. “მე გამიკუირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყუეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

550. დღენი გამოჴდეს, და გული უფრორე დამწუეს კულავ ალთა; ვეღარ ვუჭურეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

551. მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხუამან ვეარავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა, სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭუელისა.