ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

552. ჴელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქუას: რა მინა. “მონააო ასმათისი”, შემოყუანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

553. მინამან წიგნი მამართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკუირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა”.

554. “გულსა ვარქვი თუ: “ლაჴუარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ჴელმწიფე, სრულად ინდონი გმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

555. კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბვისა სმინება”. მოყუანა უთხარ; ებრძანა: “ქნაცა სისხლისა დინება?” მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთუის კულა უფრო მმართებს ლხინება”.

556. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშუილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

557. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თუალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

558. მეფემან გასცა მას დღესა მრავალნი საჭურჭლენია; ლაშქართა მისცა ურიცხვი ჯოგი, რემა და ცხენია; თავსა ვკრძალევდი სირცხუილად, ვიახელ შენარცხენია. ღმერთსამცა რად დაებადა მათებრნი ჴელმწიფენია.“

559. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქუიან ალვად, შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

560. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახუისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; უთხარ: “საწოლს შეიყუანე, ჩემგან არის ნაჴმობარი”.

561. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით დაემზადნეს ასაყრელად; “შარდი” - უთხარ,– “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოველ და საწოლს შეველ, მონა მიდგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად.

562. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყუანი მცა; მითხრა: “მოსულა თქუენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც ა!” გამიკუირდა, მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა? ვთქუი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

563. შეველ, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქუი: “მანდა რად ზი, შენ თუ სიყუარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთუის გუანდა სიტყუა ძუირსა.

564. “მითხრა: “დღე ეგე სირცხუილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთუის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. მაგას თუ ვღირს ვარ, ვერ ვიტყუი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

565. ადგა, მითხრა: “თქუენსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭუ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქუმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისად უთნევია, ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთუის რაცა უთქმევია”.

566. მიბრძანა, მითხრა ამბავი, იცოდა ჩემის ნებისა; ყურსა მიამბო ხაბარი ჩემისა გახარებისა; შეგყარენ, ბოლოდ ვისიცა შეხედუა გენატრებისა! – წიგნი მომართუა, გავკაზმე, ჴმა უთხარ მიბრუნებისა.“

567. გამიკუირდა, შემეზარნეს, ესე რამან ათქმევინა; ვინ მპოვაო სადაურმან, სადით მიცნობს იგ მე ვინა! მის მგონესა ყოფა ჩემი ერთობ სრულად დამკარგვინა, ნუ ყოს ღმერთმან, მისად ნაცულად მზეცა მამხუდეს, გინდა, მინა.“

წიგნი პირველი ნესტან დარეჯანისა საყუარელთანა

568. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა”.

569. ასმათ დგას ჩემთუის მისისა წიგნისა წასაკითხავად; თქუა: ძოღან შენი ამბავი მითხრიან, ვისცა ვკითხ ავად. გიბრძანებს, – მესმის, მოვლენო, ლაშქარნი შენად მკითხავად. ლომსა მით გმართებს ვაგლახი, თუ მისი თავი ითხა ვად.

570. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩუენო საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყუელანი ჩუენნი სახარაჯონია, აწ მათი ჯავრი ჩუენზედა ჩუენგან არ დასათმონია!