ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

608. შეველ, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სუეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭურეტად.

609. უბრძანა თუ: “მოაჴსენე, ასმათ, დაჯდეს, ამილბარსა!” მან ბალიში დამართებით დადუა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკუირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყუი მისგან ნაუბარსა.

610. მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშუება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყუავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა.

611. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქუე-ქუე მითქუამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთუალვა.

612. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეტყუო, ღმერთმან მიწა მქნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

613. წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაღირე; ღმერთმან ქნას და გაგიმარჯუდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა, კულაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მამეც გაუყრელად, ჩემი შენთუის დაიჭირე”.

614. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთუის დასაწველად, მაგრა რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკულელად, შენ სინათლედ თუალთა ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახუელად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვსჩნდე ლომი ქუელად.

615. მიბრძანეთ, მიჴმეთ, გიახელ, ბაღსა ვრგო მარგალიტები.“ ტურფამან წარბი ახარა: “ ტარიელ, რას იჭურიტები? წელს ვარდი ძუირად მოსრულა, შენგან არ მოვიწყვიტები. “თაფლისა ნაცულად ნაღუელმან გულსა შემიკრა ფიტები.“

616. ხატაელმან წიგნი მკადრა და პასუხი მართებს ვითა! ლაყბიანი საუკადრო დაწერილი ილათითა: “მეფე შენი სადათ გუიცნობს, რად გარისხდა ჩუენთუის ვითა?“ კულავ სოფელი ლხინთა ნაცულად ბოლოდ მოკრეფს სიავითა.“

617. აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმერთსა ამად არ მიკუირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭუირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

618. “ზედა წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყუარული ამით უფრო დაამტკიცა: უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მამკლავს, ამას იქით თავსა ვეტყუი, ამას ვსწვრთი-ცა”.

619. დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყუანიცა ტკბილნი ვთქუენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შუენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

620. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკუირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

621. დილასა შევჯე, უბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

622. მათ ლაშქართა სიმრავლითა მთა და ბარი ადუღდების; სავაზიროდ შეიჯარნეს, მოცინარედ ეუბნების: ჩუენ ნუ ვიტყუით სიტყუას მკუახსა, შემოქმედსა ეწყინების, ბარი კლდედ და კლდე მინდორად მისის თქუმითა შეიქმნების.“

623. დავაგდე მზღუარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხუია, ხატაეთს ზედა ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩუენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდოთა, თქუენი თხანია”.

624. მე შემამძღუნეს რამაზისგან ძღუნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს,– ნუ ამოგვწყუეტ, არის შენგან არ-საქნელი, ზენაარი გამოგუიღე, მით გუაბია ყელსა წნელი, მოურვებლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

625. რაცა შეგცოდეთ, შეგუინდე, თუით ჩუენვე შეგუინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქუეყანა ჩუენი არ ასწყდეს, რისხუით არ დაგუტყდეს ცანია; ჩუენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყუეს ცოტანი ყმანია”.

626. გუერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან ერთობ მუხთალნი, ჩუენ ერთხელ კვლაცა ვნახენით; არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

627. ჩუენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ მართლად იყუნეს, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შერისხდი რისხუითა, კულა და კულაცითა”.