ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

668. ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა უჩუენი, უკუირდის, ღმრთისაგან თქუის სასწაულად; არცა ლარულად გებოდა მას ქსელი, არ ორხაულად, სიმტკიცე გვანდა ნაჭედსა; ვთქუი ცეცხლთა შენართაულად.

669. იგი საძღუნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათუის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყუელაკაი წვივ მაგრობდა. ატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

აქა წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე, ოდეს გაიმარჯუა

670. წიგნი დავსწერე: “მეფეო, სუემცაა თქვენი სუიანად! მე ხატაელთა მიმუხტლეს, თუცა მათ ეცა ზიანად; ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გუიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან ტყუიანად”.

671. “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, საჴელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭუენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავრე.

672. ხატავეთს გამარჯვებული ჴელჩამობმული ტარია, რამაზ მოჰგუარა მეფესა ჴელჴუნდი შენაკარია; მას საიმედო ფიცი აქუს, ხელობამ ვეღარ დარია, პირდაპირ მზესა დაუსმენ, ლხინი არა აქუს მწარია.“

673. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია. ინდოეთს მიველ, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქუმის, ჩემგან სათქუმელად წბილია! ჴელი გამიჴსნა, შემამკრა მან სახუეველი ლბილია.

674. დადგეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედუა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა; მიალერსებდა, მიჭურეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

675. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ბრძანა: “ლაშქარნი უჴმენით, შემოჯარენით, დღეს ხატაელი მიჩუენეთ, ტყუენიცა შემომგუარენით”.

676. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყუანე; ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკუანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგუანე, ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულვანე.

677. მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდა საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიჴმეს, მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?”

678. ეს საჯილდოოდ ეყოფის, აქ უზმენ ერთა ჭამასა; მოულოცვენ და აქებენ, თავსა აყრიან დრამასა; პირისპირ უზის სალხინოდ, მისთვის რა დღე სჯობს ამასა? ცეცხლი დავსია დამწველი, გული აღარა დანასა.

679. მე ვკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა, მაგრა ნუ გნახავთ კულაცაღა ჩუენს წინა გაწბილებულსა”.

680. ხარაჯა დასდუეს, შეკუეთეს დრაკანი ასჯერ ასია, კულავ ხატაური მრავალი, სხუა სტავრა, სხუა ატლასია. მერმე ყუელაი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაუშვა, უყო რისხუისა ფასია.

681. ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყუანა; მოახსენა: “ორგულობა თქუენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა!” წავიდა და ყუელაკაი მისი თანა წაიტანა.

682. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია, ებრძანა: “შენგან გაგყრივარ მას აქათ თუეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშურალხარ, წამოდი, თუცა დაშრომის ხანია”.

683. შევეკაზმე, დარბაზს მიველ, ჯარი დამხუდა ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქუე ჯდა შეკაზმული, შუენებითა მგზავსი მზისა; გაეხარნეს მისულა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

684. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭურეტად სასურველია, მან გაანათლოს მჭურეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ქენ, არა საზოზღნელია.

685. აწ მითქუამს საქმე უშენო, შენცა სცან ესე მცნებული; რადგან ქალია სამეფოდ ჩუენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გუერდსა დაისუი, ორნივე სრას დამხუდით, მოვალ შუებული”.

686. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა; აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.