ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

571. ზედ მისდგომია ასმათი ტარიელს იქა მჯდომელსა, წიგნი, მოართვა იგ მისი, მზე ვერ უდარებს რომელსა; ხატაველთს წასულა ებრძანა პირსა ელვათა მკრთომელსა, გულსა დაედვა იმედი მას ლომსა ვეფხვებრ მხლტომელსა.

572. მა შეხუდების აჯიღა, ამბავიცა მოაქუს [არება], მტერსა შეგრთაო, ყმისათუის ამას რა შეედარება! ლაშქართა წვევნა უბრძანა, საომრად წაეყარება, აწ ნახეთ მისი სიქუელე, ანუ ჴელფერჴთა ჴმარება!

573. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კულა ჟამი არ მამჴდომია, ძოღან ხელქნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყუელაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია.

574. ამა ამბისა მოსმენა ტარიელს მოალხინებდა, მას მიუვიდა ამბავი, რასაცა გულით ინებდა; თუალთა მტირალად ჩუეულთა ცრემლს აღარ დაადინებდა; ცნობა მიეცა, ჭკუას მიხუდა, ბაგესა გააღიმებდა.“

575. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩუენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კულადცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

576. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთუალოდა; გული მიდამო მიარდა, კრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწუი გამელალოდა”.

წიგნი ტარიელისა საყუარელთანა

577. თუალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთუარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

578. ასმათს უთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები; ესე კადრე: “რადგან მზეო, ჩემთუის ნათლად აღმოჴდები, აჰა, მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

579. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახუად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

580. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახუისა ვისისა; მისგან მამეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა გუანდის სინათლე დღისისა.

581. “ასმათს მოვართვი რჩეული თუალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხუად ჴელის შესაბამითა”.

582. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახუართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი გამინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწუიდეს; შეველ დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძუარი გავეც, ზამი გაადიდეს”

583. კაცი იჴმო გასაგზავნლად, ეუბნების, უბრძანებსა; უთხრა: “ იცნობ, ვინცა უწინ ჩვენთუის ჴრმალნი მისცნეს ნებსა? რად შესცულიან ჭკუა მცნება, ვარდის ნაცულად ძეძვს რად კრებსა? ჩუენი ბაჟი დაიკიდოს, მოიღებდეს ჩუენს წინ ძღუნებსა“.

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

584. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექნას, იქნების თავისა არ მადლიერი.

585. “ჩუენნო ძმანნო და პატრონნო, თქუენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქუენ თუ არ მოხვალთ, ჩუენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გუნახოთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

586. კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მამეცა უფრო ლხინები; დარბაზს ვიშუებდი, დამევსო ცეცხლი წუად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხუის, რაცა ვინები; აწ ხელ მქნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

587. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დასწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყუნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემიცვიან სევდათა, ვთქუი საწუთროს გმობანი”.

588. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფისა სრითა წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თუალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცუელმან მონა იჴმო, უთხრა რამე დაფარული.