ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

589. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესო გულსა დანა. ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა, წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

590. “ბაღჩა შეევლ, არა დამხუდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მამეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასუია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭკუნელი, დაუმკჭნარი.

591. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემამხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თუალითა.

592. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყუა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უჴმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კულავ მიმცა ალმან მურსა.

593. ასმათ გამამყუა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქუი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დამიტია-რე!

594. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასულისათუის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჴშევ, სიხარულით კარი აღი; სირცხუილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა კრძალავს ლაღი.

595. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთუის, არა ვეჭუ მე შენგან, არ დანამალსა”.

596. შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

597. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათის მოსულისა დრონია; სიტყუანი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩუენ ვართ ჯაბანნი, არ ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქუენი ჴელმწიფე? ჩუენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელთანა

598. მოეწერა: “რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა; გამიკუირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა! რაგუარა თუ მანდა გეხმე, ვინ პატრონობ ბევრსა ერსა? ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ -მიერსა”.

599. უბრძანე წუევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყუელაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

600. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხუარაზმულობა.

601. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართუა ლაშქრითა უთუალავითა, თავსა ვტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

602. შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თუალთათ, ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, ვთქუი, თუ,– ჯერცა ვერ გამეფდა! ჴელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოკრეფდა?

603. შინა მოველ სევდიანი, არ ნადიმად ღუინოს ვსმიდი; წამ წავიდი სოფლისაგან, მადლი ღმერთსა შევსწირვიდი; ვერცა ვიჯდი, ვერცა ვიდგი არა ვიცი, რასა ვზმიდი, თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, მეფისაკენ წაცავიდი.“

604. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკუირვებულსა; ასმათის წიგნი მომართუა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიჴმობს შენი მზე შენ, მისთუის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

605. მიამა, უფრო გავხელდი საქმისა მიუმხუდარია, მადლი შევჰკადრე უფალსა, ვიაჯე ზეენარია; მზესა ვეშაპი შეიპყრობს, მე მისად მგზავსად ვარია. დავაგდე სრისა ადგილი, ბაღისა ვლაჴე არია.“

606. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთუარეო”.

607. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთუარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწუანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.