ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

513. ავთანდილ ყურსა უპყრობდა ამბავსა საამებელსა, ეტყუის თუ:” ლომო, ნეტარძი ყოველსა შენსა მხებელსა, მე გავახარო, რა ვკადრო ჩემთა საჴმილთა მდებელსა; ღმერთი არ მამკლავს, მგონია, თქუენზედ ვალ დაუდებელსა.“

514. რაღაა იგი სიცოცხლე, ვინ არ ა შენდა ყოფილი! ღუარი გამრავლდა ცრემლისა, ბაღს არ აშენდა ყოფილი; გულსა ქუა- ქნილსა დანისა, ვით არა შენდა ყოფილი. შუიდთა მნათობთა სინათლე გაქუს არა შენდა ყოფილი .

515. კულავ ასმათს ჰკადრა:” ვიციმცა, გული ცეცხლთაგან მურია; მაგრამ სრულ- უქმენ ამბავნი, ესე ყმა მონასურია; ამასცა სჭირან პატჟნი, ვერ არის აქა მდგმურია; ადრე წავიდეს, გარგოს რა, ქნას საქმე მოძმეურია.“

516. ტარიელ დენად ცრემლისა კულავ გაამრავლა მილები, რა მოაგონდის მოყვარე და დღენი წახდომილები; ვარდსა ასველებს, ინდოთა რაზმი ჩანს უნდომილები; ეგრევე შენ ხარ, სიცოცხლე, გული რაზომცა მილები.

517. ტარიელს თუალნი სისიხლისა ცრემლთაგან დაღამებიან, თქუა:” ნახვისაცა უღირსსა ვისგან საჴმილნი მდებიან! უმისოდ ძმანი რად მძმობენ, ანუ რად დანი მდებიან! აწყა ვახსენებ დღესა მას, ოდიდგან ცეცხლი მდებიან.“

518. აჰა, ძმაო, რადგან მკითხე, ცხელი ცეცხლი მიახლია; ჩემთა ჭირთა მაქრავებლად მისი მზრდელი მიახლია; მუდმით მწუევდის ცეცხლი ცხელი, მეტად ვეღარ ვეახლია, შენად შეყრად არ მომკუდარვარ, ჭირნი ასრე ვიახლია.“

519. “ღმერთსა კაცთა სიყუარული ჩუენზედ ოდის გამოჩნდების, ჩუენ სიკუდილი ლხინად მოგვცეს, შემოქმედსა რა აკლდების, ზოგთა შეჰკრავს წამის ყოფად, ზოგნი ცადმდე ამაღლდების; მით ერთითა შეგვიბრალოს, წყალობითა ჩვენ მოგვხვდების.“

520. აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, მისთა ნაკიესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწუელია”.

აქა ამბავი პირველი ტარიელის გამიჯნურებისა

521. კულა დაიწყო თქუმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გუენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკუირა?!

522. ველს გავიდეთ სანადიროთ, უცხო რამე ქარი ქროდა; მეფე ბრძანებს:”ვინადიროთ,“ ჯარი გარე ეხუეოდა; ჩუენ ვიარეთ, ქუეითებსა ჭალა გარე მოესწროდა,“ რა ესე თქუა, ყმა ატირდა, ცრემლი ცხელი ჩამოსწთოდა.

523. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა: მფრინველთაგან ჴმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

524. “მეფემან აჴუმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა; გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა; მაშინ დავიწყე გარდაჴდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჴამს ლაჴუარი ლაჴურად გულისა სალისა!

525. ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდაჴდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებით ა შიგნით შევედით, სრა დაგუხუდა, მოცული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახუართა, სულნო, ვით დაუდგებითა!“

526. ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახუა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა; ვერას ვხედევდი, ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოჴუმა დურაჯთა ამირბარისა.

527. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა; ქალსა შევხედენ, ლაჴუარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. ვამე, მას აქათ საჴმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

528. ქალი მოდგა დურეჯთათუის, ტანად სარო ლამაზენი; მადლი კადრა ჴელმწიფემან: “სახლი შენი ააშენი.“ ჴელთა მივსცენ წასახუმელად,ააყბედნა ტკბილად ენი; მადლი მისსა შემოქმედსა, ვინ შენებრი დააშნი.“

529. ვაი წაჴდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქუნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქუეს: “მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვა, გმირთა მემუქარენი!”

530. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქუა, სევდამან გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარეთ სულთ ითქუნა, ცრემლი მიწასა გარია, თქუა: “ჩემგან მისი ჴსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

531. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან; იშუებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.