... (H-54), 1680 წ.

392. მეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა: ნუ: უყოს: ღმერთმან: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: თუ: რას: სცნობს: ვეჭო: ამისგან: თქუენსა: რასამე: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

393. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწუარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქათ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კულა: ესე: ყმა: მწუავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული:

394. კაცმან: ვით: პოვოს: ღმერთისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: სახმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია: კულა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: ჩალა: მაქვს: და: ნაბადია:

395. მაგრა: ღმერთმან: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მომცა: ამა: გზითა: პირველ: შეყრის: მოყუარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწუა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

396. მას: დღესა: ლომი: ტარიელ: შვებითა: აივსებოდა: ჴელითა: ჴელსა: მიზიდვენ: ერთმანერთს: ეუბნებოდა: მათთა: შემხედთა: მათთანა: ლალიცა: უმტუერდებოდა: ჰგავს: თუ: მაშრიყი: შუქსა: ჰფენს: მზე: მათთვის: გაივსებოდა:

397. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: ანუ: თუ: დაცა: იდოს: ჴამსო: მისთვის: სიკვდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღმერთმან: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიამბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს:

398. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირო: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკუანე:

399. ღილ: ჩაჴსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქუნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

400. მოთქვამს: ჰაი: ჰაი: საყუარელო: ჩემო: ჩემთუის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკუეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო მაშინ:

401. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელ: მქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ღვართა: დენასა:

402. ჰინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექვსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თუით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

403. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი:

404. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქვა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხმან: მორჭუმით: ვზი: მაქუს: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

405. ფარსადანს: წინა: დაასკვნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქვს: მეფობა: ჰინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქუენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა:

406. ფარსადან: შექნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღმერთსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ჰინდოეთს: მჯდომელმან აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: მამამან: მშობელმან:

407. მოვიდა: კაცი: მეფისა: იგი: დღე: ღამე: იაროს: სარიდან: ჰკადრა: მეფემან: დავედრე: წამოიაროს: თუ: ვინმე: ჰყვანდეს: მოსარჩლე: ვარგულად: გაეზიაროს: სხვად: კიდე: ნუ: დაიყოვნის: ფიცხლად: უდგმულოდ: იაროს:

408. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამირ: ბარობა: თვით: ამირბარსა: ჰინდოეთს: აქუს: ამირ: სპასალარობა: მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ხელისა: მიუმცდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქვს: კეისარობა:

409. თუით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქუა: ჩემებრი: ამირბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვჰგავ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

410. მეფემ: უძღუნა: მრავალი: ოქრო: და: საჭურჭლენია: კულა: სხვაგნით: ნიბათნობათი: თეთრი: ქორი: და: ცხენია: რად: მწყალობ: ლომო: ფარსადან: რაცა: მაქვ: ყუელა: შენია: შენ: გმორჩილობენ: მნათობნი: მათ: ვარდი: კრიფონ: შენ: ია: