... (S-4997), XIX ს.

392. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა განაკიდია

393. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქმნების იქმნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრამ სპათაკენ გავგზავნე კაცი თუცა გზა შორია შევსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

394. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

395. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვთქჳ თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუმცა მახე ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი შუბი აჴე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა საჴე დიდი დაუსახე

396. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან ვინცა მოკუდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ხმალნი ცუდად რას გვარტყიან

397. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ჴაფითა დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა რაზმი დავაწყევ მივმართე წაველ დიდითა სწრაფითა მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემანვე ხმალმან დაფითა

398. მივეახლენით შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა კაცი მოვიდა მამართვა მეფისა მოციქულობა ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია ჩვენ თქუენი არ ორგულობა აბჯრითა გხედავთ შეგქვნია აწ ამად გულ ნაკლულობა

399. შევსთვალე თუ მეცა ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია თქვენ რასაცა სთათბირობდით არ იქმნების არ იგია ბრძანეთბ მოდით შემებენით ვითა წესი და რიგია მეცა თქვენთვის დასახოცლად ჴელი ხრმალსა დამიდვია

400. რა მივიდა მოციქული კვლავმცა რადღა გამოგზავნეს კვამლი შექნეს ლაშქართათვის დამალული გაამჟღავნეს სამალავით გამოვიდნეს თავნი ორგნით აქარავნეს შეჰქმნეს რაზმი მრავალკეცი თუცა ღ~თო ვერა მავნეს

401. შუბნი ვსთხოვენ ჴელი ჩავჰყავ მუზარადის დასარქმელად საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად ერთსა წავსწვდი უტევანსა წავეწივე მივალ გრძელად მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო წყნარად დგეს და აუშლელად

402. ახლოს მიველ შემომხედნეს შმაგიაო ესე თქვესა მუნ მივმართე მკლავ მაგარმან სად უფროსი ჯარი დგესა კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა შუბი გატყდა ჴელი ჩავჰყავ ვაქებ ჴრმალო ვინცა გლესა

403. შიგან ასრე გავერივე გნოლის ჯოგსა ვითა ქორი კაცი კაცსა შემოვჰტყორცე ცხენ კაცისა დავდგი გორი კაცი ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი ერთობ სრულად ამოვწყვიტე წინა კერძი რაზმი ორი

404. ერთობილნი მამეხვივნეს მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი ცხენ და კაცთა გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი სითაც ვიყვი გამექციან მათ შეჰქნიან ჩემი რიდი

405. საღამო ჟამ დაიძახა ქედით მათმან დარაჯამან ნუღარა სდგათ წაედითო კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან მოვა მტვერი საშინელი შეგვაშინა ამად ამან ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს უთვალავმან ამა სპამან

406. ჩემნი ლაშქარნი რომელნი წამომეტანეს მე არა რა ეცნა წამოსულიყუნეს ღამე წამორთვით ეარა ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა იარა გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა ბუკმან ჴმა გაიზიარა

407. იგი ნახეს გასაქცევლად გაემართნეს შევჰკივლენით ველნი ჩვენგან ნაომარნი ომითავე გარდავლენით რამაზ მეფე ჩამოვაგდე ერთმან ერთსა გავეხლმენით მისნი სპანი ყუელანივე დავიპყრენით არ მოვჰკლენით

408. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა დაუწყეს პყრობა ჩამოყრა შეშინებულთა ძლეულთა ძილისა მიხვდა ნაცვლი ძილ მკრთალთა ღამე თეულთა ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა მართ ვითა სნეულთა

409. მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე წყლულად მაჩნდა არ ნაღებად ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად

410. ერთსა კაცსა ეყოფოდეს დიდებანი რომე მჭირდეს ზოგთა შორით დამლოციან ზოგნი კოცნად დამიპირდეს რომელთაცა გავეზარდე დიდებულნი ამიტირდეს ჩემგან ხმლითა განაკვეთნი ნახეს მეტად გაუკვირდეს

411. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი ალაფი ავაღებინე ერთობ სავსენი მოვიდეს თავი ვაალაღებინე სისხლითა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე არ ვბრძოლე კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე