... (S-4499), XVII ს.

388. დავაგდე: მზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხუია: ხატაეთზე: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენ: ინდონო: თქვენნი: თხანია:

389. მე: შემამზღუნეს: რამაზისგან: ძრუნად: საჭურჭლე: საშინელი: ეთქუა: გკადრებ: ნუ: ამოგუწყუეტს: არის: შენგან: არ: საქნელი: ზენაარი: გამოგვართვი: ჩვენ: მოგვიბავს: ყელსა: წნელი: მოურბევლად: მოგახსენოთ: თავი: შვილი: საქონელი:

390. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდე: თვით: ჩვენვე: შეგვინანია: თუ: მღრთულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქუეყანა: ჩვენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია: თქუენ: მოგცეთ: ციხექალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

391. გვერდსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: მეტად: მუხთალნი: ჩვენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

392. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წახვიდე: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გუეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულმართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შეჰრისხდი: რისხვითა: კულა: და: კულაცითა:

393. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვსცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვიტკირები: ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენ: კერძ: ვირები:

394. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგნი: მოყმენი: ქველანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყველანი: დავვედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

395. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულავ: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულავ: ძღუნობა: ამისთანისა:

396. კულაცა: ეთქვა: მართალია: აზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თუით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქუენი: ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

397. მუნით: წასული: ჩამოვჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულავ: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღუნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახუასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

398. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მაზრები: მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვნეს: ვით: მაყრები:

399. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წაჴდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქუენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქუენი: არ: იქნების:

400. მე: მამისა: თქვენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: თქვენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

401. შემიგნია: იგი: კაცი: შენთვის: კარგსა: არ: არჩევენ: მოციქულთა: მოგზავნიან: ფათერაკსა: შეგასწრობენ: ილათითა: მიგიყუანენ: უკან: სპათა: წამოგწევენ: სასიკვდილოდ: მონდობილხარ: აგრე: ფიცხლად: მით: გაწევენ:

402. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: ასჯერ: ათასობენ: კულალ: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

403. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კვამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

404. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვჰკუდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

405. მას: კაცსა: კარგად: ვეუბენ: არა: ვჰქენ: სიტყუა: მცდარობა: სიგლითა: მოვეც: მამული: არ: მახლდა: მიუმხვდარობა: ინდოეთს: ციხე: მაგარი: ყარყუმთა: მთა: და: ბარობა: დავსწერე: ჴელი: ჩაურთე: ინდოეთს: ამილბარობა:

406. არვის: გავენდევ: სულ: დგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრამ: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

407. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შეუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მამკლავს: ქვემცა: სადა: დავიმალე: