... (W-17), XVII ს.

391. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

392. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათის მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია არცა ჩვენ ვართ კაცნი ჯაბანნი არც ციხეუმაგრონია ნეტარ ეგ თქუენი ჴელმწიფე ჩუენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი

393. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკუირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა როგორა თუ მანდა გეჴმევ ვინ ჰპატრონობ დიდსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კულაღა წიგნსა შენ მიერსა

394. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოდგეს ინდოთა სპანია ცხენის ფერხსა ეჩქარად მოჰქონდა ხმა სხარპანია სრულად ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

395. ფიცხლა მოვიდა არ ექნათ მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიფიცხე კარგ წყობით დარაზმულობა მათთა ტაიჭთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

396. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

397. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

398. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიჴმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა გამწარებულსა

399. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

400. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკვირველი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

401. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემკე პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭურეტად

402. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამილბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

403. მიბრძანა ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ჴამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

404. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქუე ქუე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

405. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გიტყუო ღმერთმან მიწა მქმნას რისხვითამცავე ვზიცითა

406. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯუოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრამ რა ვქნა კვლაცა ნახვა მამხუდებოდეს შენი ვირე გული მომეც გულისათვის ჩემი შენთვის დაიჭირე

407. მოვახსენე არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად მაშა რადგან დამარჩინე არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად შენ სინათლედ თვალთა ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახველად დია ღ~თო შეცოდება მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად

408. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირს ა მოწყალება იჩქითია ღმერთსა ამად არ მკუირსა შუქნი შენნი შემომადგამ გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო მანამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

409. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიზრაჴავს ხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა