... (H-599), 1646 წ.

389. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთუარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღმერთმან: იგი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

390. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რადგან: ჩემთვის: ნათლად: აღმოხდები: აჰა: მკვდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რაცაღაა: სამსახურსა: ვტყუვი: თუღა: ვერიდები:

391. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემდა: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დამცა: ვედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

392. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: გვანდის: სინათლე: დღისისა:

393. ასმათს: მოვართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვას: ჴელის: შესაბამითა:

394. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს:

წიგნი: ტაერილისა: ხატაელთა: თანა: და: კაცის: გაგზავნა:

395. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებრ: ძლიერი: მათი: ერთგული: გასძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი:

396. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქვენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქვენ: თუ: არ: მოხვალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გვნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით:

397. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მომეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ჴელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

398. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყვნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვთქვი: საწუთროს: გმობანი:

399. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფისა: სრით: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიეცა: თვალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

400. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: ამიფოლხვა: ჯაჭვთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: ვუთხარ: ამისთანა:

401. ბაღჩა: შევვლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მამეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: ვაშად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭვნელი: დაუმჭნარი:

402. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბისა: თვალითა:

403. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყვა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა: ასმათ: უხმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კვლა: მიმცა: ალმან: მურსა:

404. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვთქუი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დარმანთა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კვლა: უფრო: დამიტიარე:

405. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: ეგრე: წასვლისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დაჴაშ: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქვს: საუბრისა: მერმე: თავსა: კრძალავს: ლაღი:

406. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყვეტ: შენ: ზედაზედა: მავალსა: თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არ: დანამალსა:

407. შევჯე: წამოვე: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოვე: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქმენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა: