ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

395. ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია, არ ნაჭორად; ჩემი ვერა ვერ მოგკიდე, მეუბნები მრუდსა სწორად; ვინცა აქა გამამგზავნა, არვინა მჩანს მისად სწორად; მისგან კიდე სხუა მნათობი შევაწონე ერთ დრამ ორად.“

396. გამოჭრილვარ, ვიარები, დამწიავს ცეცხლთა საჴმილია; ამა ყმისა მიზეზითა სრულ ჴმელეთი მამივლია; ჭირთა ნაცულად შენ გიპოვე, თუ არ მეტყუი, ცრემლს მილია, თქუენად ძებნად მოვიძულვე სახლი, კარი, ზღუდე ვლია.“

397. თუ შენ გწადდეს ჩემი შეყრა, იგი გეტყუის არას არა; მაგრა ჩემი ყოფა ღმერთმან, ვიცი ბოლოდ დამამწარა; შენგან კიდე არვინ მივის, თავი ჩემი მოგაბარა, იტყუის:” მივხუდი ჩემსა ლხინსა, მე არ ღირს ვარ, მიწა, არა.“

398. მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თუალი არ გამონე; არ შენ მოგცე გული ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთუის მოვკუდე, უსაცილოდ, სხუა მის მეტი რა ვაგონე!

399. მე მისითა მიზეზითა არ მინახავს დღე ნათელი; მუნით ვზივარ დევთა ქუაბსა, ვდუღ და მამდის ცხელი ცრემლი; მიწას ვლახავ, თუ ზე ვფრინავ, არა ვიცი მე მართალი; ღმერთმან მამკლას ან მილხინოს, დიდ არს მისი სამართალი.“

400. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხუდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მამისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოკუდები გაცასწბილდები”.

ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქუაბშიგან

401. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხუასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ ვასა.

402. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მამიცადე, წავალ თოკთა მოსატანად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქუეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

403. “აწ, დაო, შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა, სხუად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ჴელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ლხენისა; თუარ ვისმცა ექნა გორლითა შეკურა თავისა მრთელისა!”

404. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მამისმინე, გიპოვნია საძებარი.

405. “იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების; თუით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ია თოვნების.

406. ყმამან უთხრა:” ვარდო, დაჭნი, დრო მოვიდა შენის ზურისა.“ ერთმანერთსა მოეხუივნეს, ცრემლით კოცეს სახე პირსა; ასმათ ტირის სისხლის ცრემლსა, ტევრი შექნის ნათხზის თმისა. იგი ტირან სოფლისათუის და სოფელი მათთუის ტირსა.

407. “გითხრობ, თუ ცოდნა გწადიან ჩუენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქუიან, რომელსა წუა მჭირს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

408. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მე იმისგან მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაყოვნის დიდსა ხანსა.

409. “ამას გეტყვი, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხუეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგუარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყუარო, თუით გიამბოს საქმე მისი, საყუარელსა გაახარო”.

410. ტირს:” ვაიმე საყუარელო, წახუელ რასმე ქვეყანასა; თავი შენად საძებარად შევაცურვე შიგან ზღუასა; მოვეშორვე გამზრდელთ და სწორნი ჩემნი ვაგლახ ვასა, ანუ მოვკუდე, ანუ დავრჩე, მოველოდდე ნეტარ რასა?“

411. უთხრა:., დაო, ღმერთმან შეგზღოს საიქიოს მისგები; ღმერთსა სწადდეს ჩემი ლხინი, ასრე ამად არ ვიწუები, ჩემთა ცეცხლთა დავსებასა სხუასა ვისმცა ვეხუეწები, თუ მიბრძანებს ჩემებრ ხელსა, განაღამცა ვიახლები.“

412. ქალი ჰკადრებს საუბართა, იგი მოყმე ატირდების; ვაგლახ მეო, საყუარელო, ცეცხლი ცხელი მოედების; ვინ შეიპყრა გული ჩემი, შენგან კიდე ვის ჴელთ დების, ოდის მამცეს კაცსა ხლებად, აქათ ასრე მემტერების.“

413. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამა ზედა მოიხედეს, ჴევით ესმა ჩხაპუნება; მთუარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკუ დგეს და აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება.