ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

374. რაცაღა ხარ, ვერ მაცთუნვებ, გარდაიქცევი ხმელთა ქველად; დაკარგულნი ვინმე სადით ვიარები მარტო ველად; მე ვისთვისმე ნაცვლად ღმერთმან მიმცა ცეცხლთა დასაწყეველად, მალედ მომკალ, დამხსენ წვასა, მიმეც მხეცთა შესაჭმელად.“

375. ,, ჩემსა თავსა მიჯნურობა მართალია, არ ნაჭორად; ჩემი ვერა ვერ მოგკიდე, მეუბნები მრუდსა სწორად; ვინცა აქა გამომგზავნა, არვინ მიჩს მისად სწორად; მისგან კიდე სხვა მნათობი შევაწონე ერთ დრამ ორად.“

376. გამოჭრილვარ, ვიარები, დამწვავს ცეცხლთა სახმილია; ამა ყმისა მიზეზითა სრულ ხმელეთი მომივლია; ჭირთა ნაცვლად შენ გიპოვე, თუ არ მეტყვი, ცრემლს მილია, თქვენად ძებნად მოვიძულვე სახლი, კარი, ზღუდე ვლია.“

377. თუ შენ გწადდეს ჩემი შეყრა, იგი გეტყვის არას არა; მაგრა ჩემი ყოფა ღმერთმან, ვიცი ბოლოდ დამამწარა; შენგან კიდე არვინ მივის, თავ იჩემი მოგაბარა, იტყვის:,, მივხვდი ჩემსა ლხინსა, მე არ ღირს ვარ, მიწა, არა.“

378. “მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე; არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!

379. მე მისითა მიზეზითა არ მინახავს დღე ნათელი; მუნით ვზივარ დევთა ქვაბსა, ვდუღ და მომდის ცხელი ცრემლი; მიწას ვლახავ, თუ ზე ვჰფრინავ, არა ვიცი მე მართალი; ღმერთმან მომკლას ან მილხინოს, დიდ არს მისი სამართალი.“

380. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

არაკი ავთანდილისა, ასმათს რომე უბრძანა მაშინ თვითან

381. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

382. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცადე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე”; მას ქვეშეთსა გაეცინნეს, გაუკვირდა მეტად კიდე, შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?”

383. “აწ, დაო, შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ლხენისა; თვარა ვისმც ექნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

384. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

385. “იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების; თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების; მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

386. ყმამან უთხრა:,, ვარდო, დაჭნი, დრო მოვიდა შენის ზრვისა.“ ერთმანერთსა მოეხვივნეს, ცრემლით ჰკოცნნ სახე- პირსა; ასმათ ტირის სისხლის ცრემლსა, ტევრი შექმნა ნათხზის თმისა. იგი ტირან სოფლისათვის და სოფელი მათთვის ტირსა.

387. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

388. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მთერთა, მემაჯანსა, ვსჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

389. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიანბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

390. ტირს:,, ვაიმე საყვარელო, წახველ რასმე ქვეყანასა; თავი შენად საძებარად შევაცურვე შიგან ზღვასა; მოვეშორვე გამზრდელთ და სწორნი ჩემნი ვაგლახ- ვასა, ანუ მოვჰკვდე, ანუ დავრჩე, მოველოდდე ნეტარ რასა?“

391. უთხრა:., დავო, ღმერთმან შეზღოს საიქიოს მისგები; ღმერთსა სწადდეს ჩემი ლხინი, ასრე ამად არ ვიწვები, ჩემთა ცეცხლთა დავსებასა სხვასა ვისმცა ვეხვეწები, თუ მიბრძანებს ჩემებრ ხელსა, განაღამცა ვიახლები.“

392. ქალი ჰკადრებს საუბართა, იგი მოყმე ატირდების; ,, ვაგლახ მეო, საყვარელო,“ ცეცხლი ცხელი მოედების; ,, ვინ შეიპყრა გული ჩემი, შენგან კიდე ვის ხელთდების, ოდის მამცეს კაცსა ხლებად, აქათ ასრე მემტერების.“