... (H-54), 1680 წ.

372. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყუითა: საკუირველითა: თავთა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელ: იქთ: მზესა: თქუენითა: ბნელითა:

373. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: გაწირული:

374. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

375. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავმაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვითა: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არსაპყრებია:

376. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩუენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩემი: გაგიწყრა: ჩუენ: ჴაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კი: დენით:

377. ყუელაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკვეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგუეკარგე: კუალი: შენი: ვერ: მოვკვეთეთ: ვითა: ქაჯი: დაიმალე: მონებიცა: დავაფეთეთ: ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრულად: გავაშეთეთ:

378. ჭმუნვა: შეექმნა: თქუენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენი: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია:

379. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარჴდომილისა: მაშინ: ვარ: მქნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკუირს: გავსძელ: ვერ: ჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

380. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურდნი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყუა: რამე: გაემკვახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულმობრძავი: სამე: გლახა:

381. ტარიელსცა: აეჴსენა: ომი: მათი: მაშინდელი: იტყუის: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი: მომეგონა: მე: გლახ: ჩემი: წარმწყმედელი:

382. რას: მაქნევდით: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რათა: ვჰგუანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩუენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გაგულვანდით: აწ: ვეჭუ: რომე: ჩემად: ნაცულად: თანა: მკვდართა: მიიტანდით:

383. მოვიხედე: მომეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: გამოვექეც: მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხვასა: რასმც: ვასახე:

384. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: ჰშვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება:

385. აწ: ვაშად: მოხვე: მეამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მსგავსი: გმირისა: მაგრა: გარჯილხარ: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~თივ: ზეცით: განაწირისა:

386. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცულად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქვენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზო: მთა: ცრემლთა: დენისა:

387. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴუმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მგებნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემგან: გაყრისა: მცებნელი:

388. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაღა: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გიახლო: სიკვდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა:

389. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკუირს: თუ: ნაცვლად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყუარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების:

390. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღმერთმან: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყუი: დამწუავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

391. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: არ: ეგების: მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რათგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქნას: რა: ღონე: აეგების: