... (S-4997), XIX ს.

372. აწ რასაცა მე მაღირსებ ჴორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღ~თისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

373. ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მამკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

374. დავჰყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგა გულსა ფენით

375. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სინათლე მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ საყვარლისა გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა

376. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულად სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატავეთს ვერვინ მიზრახავს მჴრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდენ გზობასა

377. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატავეთზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია

378. მე შემომძღუნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არ საქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

379. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენცა შეგვინანია ღ~თითა თუ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ გვეცეს ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია

380. გვერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავეზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან მეტად მუხთალნი ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით არამცა მოგკლან ღალატად არამცა ვივაგლახენით

381. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულ მართლად იყვნენ მიენდე აფიცე ღ~თითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი ვით გფერობდეს კლაცითა

382. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

383. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდა შველანი

384. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნათ შენ ძღნობა ამისთანისა

385. კულაცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღ~თო ბრძანება ვქნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამა ძენი

386. მუნით წასული ჩამოვჴე ტევრისა რასმე კიდესა კულავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

387. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენე ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

388. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწთა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიჴდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

389. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

390. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან უდგს უამრავი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

391. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭურეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან