... (S-4499), XVII ს.

368. მოეწერა: რამაზ: მეფე: ტარიელსა: წიგნს: გიწერსა: გამიკვირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: პატრონობს: დიდსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

369. უბრძანე: წუევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ლაშქართა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყუელაი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

370. ფიცხლად: მოვიდეს: არ: ექნა: მათ: შინა: ხანდაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიმალე: აბჯართა: ხუარაზმულობა:

371. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა: მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

372. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქვი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ხელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რათგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

373. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკუირვებულსა: ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა:

374. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

375. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქმონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკრძალავი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა:

376. შეველ: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სუეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭურეტად:

377. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: ზედ: საქებარსა: დავჯე: მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკუირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა:

378. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: დაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრამ: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამილბარისა:

379. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არათქუმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცნევია: ქვექვე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთუალვა:

380. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა: გეცრუვო: ღმერთმან: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

381. წა: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაღირე: ღმერთმან: ქნას: და: გაგემარჯოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვქნა: კულავცა: ნახვა: მამხდებოდეს: შენი: ვირე: გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

382. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრამ: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემად: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქუელად:

383. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა: მოწყალება: იჩქითია: ღმერთსა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთა: შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: ჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

384. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შეჰვფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიმცაო: გულსა: მიცა: ღ~თი: მამკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა:

385. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

386. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკუირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

387. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: მჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა: