... (H-2074), XVI-XVII სს.

489. ბაღჩა჻ შევვლე჻ არა჻ დამხუდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ მხიარული჻ მოცინარი჻ მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასუია჻ გულსა჻ ნარი჻ მოდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭვნელი჻ დაუმჭნარი჻

490. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა჻ სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბალახშითა჻ და჻ ლალითა჻ შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვამკრთალითა჻ მე჻ შემომხედნის჻ ლამაზად჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თუალითა჻

491. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყვა჻ მისსა჻ მონასურსა჻ ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა჻ ასმათ჻ უხმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა჻ აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კულა჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა჻

492. ასმათ჻ გამომყუა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე჻ ვჰთქუი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე჻ მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე჻ გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კულა჻ უფრო჻ დამიტიარე჻

493. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი჻ მითხრა჻ ეგრე჻ წასულისათუის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი჻ სიმძიმილთა჻ ერდო჻ დაჰჴაშ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი჻ სირცხვილი჻ აქუს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ ჰკრძალავს჻ ლაღი჻

494. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭუ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა჻ ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა჻ ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყუეტ჻ შენ჻ ზედაზედა჻ მავალსა჻ თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთუის჻ არა჻ ვეჭუ჻ მე჻ შენგან჻ არდანამალსა჻

495. შევჯე჻ წამოვე჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა჻ საწოლს჻ შემოვე჻ ხელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქმენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა჻ ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა჻

496. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათგან჻ მოსლვისა჻ დრონია჻ სიტყუანი჻ შემოეთუალნეს჻ ლაღნი჻ და჻ უკადრონია჻ არც჻ რამე჻ ჩუენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხეუმაგრონია჻ ვინ჻ არის჻ თქვენი჻ ჴელმწიფე჻ ჩუენზედა჻ რა჻ პატრონია჻

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად჻

497. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ ტარიელსა჻ წიგნს჻ გიწერსა჻ გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა჻ რაგუარა჻ თუ჻ მანდა჻ გეჴმე჻ ვინ჻ ჰპატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა჻ ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კულაღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა჻

498. უბრძანე჻ წუევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია჻ იგი჻ ვარსკვლავთა჻ ურიცხვი჻ მოკრბეს჻ ინდოთა჻ სპანია჻ შორით჻ და჻ ახლოთ჻ ყველაი჻ მართ჻ ჩემკენ჻ მონასხპანია჻ ერთობ჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია჻

499. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა჻ აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა჻ სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა჻ ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხუარაზმულობა჻

500. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელშავითა჻ დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა჻ თავსა჻ ვჰტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა჻ ჻ მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა჻

501. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა჻ თუალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა჻ ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა჻ ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რათგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა჻

502. შინა჻ მოველ჻ სევდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი჻ წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღმერთსა჻ შვსწირვიდი჻ ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვჰზმიდი჻ თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი჻

503. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკუირვებულსა჻ ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა჻ ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთუის჻ მოსურვებულსა჻ მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა჻

504. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხუდარია჻ მადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია჻ მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია჻ დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლაჴე჻ არია჻

505. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო჻ შეღამდა჻ წაველ჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო჻ სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო჻ სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთუარეო჻

506. გამავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანისბანითა჻ გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქმონავანითა჻ ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწუანითა჻ საკვირველი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირითა჻ ტანითა჻

507. შევე჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად჻ გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ ადგა჻ სუეტად჻ მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად჻ ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭურეტად჻