... (H-2074), XVI-XVII სს.

566. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მომყუანდა჻ შეპყრობილია჻ ჰინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია჻ რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია჻ ჴელი჻ გამიჴსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახუეველი჻ ლბილია჻

567. დადგეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა჻ საუბრისა჻ და჻ ჭურეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა჻ მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდაჴდომილსა჻ მიალერსებდა჻ მიჭვრეტდა჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა჻

568. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უჴმენით჻ შემოჯარენით჻ დღეს჻ ხატაელი჻ მიჩუენეთ჻ ტყვენიცა჻ შემომგვარენით჻

569. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყუანე჻ ტკბილად჻ ნახა჻ ჴელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე჻ ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგუანე჻ ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე჻

570. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა჻ ჟამიერად჻ უბრძანებდა჻ საუბარსა჻ მათსა჻ ფერსა჻ ცისკრად჻ მიჴმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყვასა჻ ლმობიერსა჻ შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ შენამტერსა჻

571. მე჻ ვჰკადრე჻ ღ~თი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა჻ უყავით჻ თქუენცა჻ წყალობა჻ მას჻ ღონეგაცუდებულსა჻ რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდი჻ გაგზავნით჻ შეწყალებულსა჻ მაგრა჻ ნუ჻ გნახავთ჻ კულაცაღა჻ ჩუენს჻ წინა჻ გაწბილებულსა჻

572. ხარაჯა჻ დასდვა჻ გაუშვა჻ წითელი჻ ასჯერ჻ ასია჻ კულავ჻ ხატაური჻ ათასი჻ სხუა჻ სტავრა჻ სხუა჻ ატლასია჻ მერმე჻ ყუელაი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია჻ შეწყალებული჻ გაგზავნა჻ უყო჻ რისხუისა჻ ფასია჻

573. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყუანა჻ მოახსენა჻ ორგულობა჻ თქუენი჻ ღ~თნ჻ შემანანა჻ თუღა჻ ოდეს჻ შეღაგცოდო჻ მაშინ჻ მომკალ჻ მემცა჻ განა჻ წავიდა჻ და჻ ყველაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა჻

ასმათისაგან სამჴრის მორთმევა჻

574. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია჻ ებრძანა჻ შენად჻ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თუეო჻ სამია჻ მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია჻ არ჻ დამაშვრალხარ჻ წავიდეთ჻ თუცა჻ დაშრომის჻ ჟამია჻

575. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ დამხუდა჻ ჯარი჻ ავაზისა჻ შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა჻ მეფე჻ ქვე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შუენებითა჻ მსგავსი჻ მზისა჻ გაეხარნეს჻ მისულა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა჻

576. იდუმალ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია჻ ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭურეტად჻ სასურველია჻ მან჻ გაანათლოს჻ მჭურეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია჻ რაცა჻ დაგვედრო჻ საქნელად჻ ქენ჻ არა჻ საზოზღნელია჻

577. აწ჻ მითქვამს჻ საქმე჻ უშენოდ჻ შენცა჻ ცან჻ ესე჻ მცნებული჻ რადგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩუენგანვე჻ სახელდებული჻ ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული჻ გუერდსა჻ დაისვი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხუდით჻ მოვალ჻ შვებული჻

578. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა჻ იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა჻ ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა჻ აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ შეიქნა჻ თამაშობისა჻ ორისა჻

579. ჩემთა჻ მჭურეტელთა჻ მოეცვა჻ ქალაქი჻ შუკა჻ და჻ ბანი჻ ომგარდაჴდილსა჻ მშუენოდეს჻ მეანიანნი჻ კაბანი჻ ფერმიჴდილ჻ გუარი჻ ვშუენოდი჻ ვარდი჻ ცრემლითა჻ ნაბანი჻ ვინცა჻ მიჭურეტდის჻ ბნდებოდის჻ მათრლად჻ არს჻ არ჻ კატაბანი჻

580. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაელთასა჻ იგი჻ მეხუივნეს჻ მშვენოდეს჻ ვახელებ჻ გულსა჻ ხელთასა჻ მეფე჻ გარდაჴდა჻ დარბაზსა჻ შევედით჻ ჩემთა჻ მზრდელთასა჻ შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწუთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა჻

581. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი჻ ზურგით჻ უთქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი჻ სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი჻ მუნ჻ ვარდსა჻ შუა჻ შუენოდეს჻ ძოწმარგალიტნი჻ ტყუბანი჻

582. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ჴელი჻ ყელსა჻ ჩამომება჻ დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მომეგება჻ ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწუი჻ ვარდი჻ დამილება჻ მითხრა჻ ნუ჻ ეჭუ჻ ამას჻ იქით჻ თუღა჻ მტერი჻ შეღაგება჻

583. ახლოს჻ დამისუეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა჻ პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთუისცა჻ კვდებოდა჻ მალვით჻ უჭვრეტდი჻ მიჭვრეტდის჻ სხუად჻ არად჻ მეგონებოდა჻ თუალნი჻ მოვსწყვიდნი჻ სიცოცხლე჻ ამითა჻ მეარმებოდა჻

584. შეიქმნა჻ სმა჻ და჻ პურობა჻ მსგავსი჻ მათისა჻ ძალისა჻ სხუა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თუალისა჻ ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყველაი჻ ფეროზისა჻ და჻ ლალისა჻ არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ არცა჻ გაშუება჻ მთრვალისა჻