... (H-2074), XVI-XVII სს.

452. მე჻ გამიკვირდა჻ სით჻ ვუყვარ჻ ანუ჻ ვით჻ მკადრებს჻ თხრობასა჻ მიუყოლობა჻ არ჻ ვარგა჻ დამწამებს჻ უზრახობასა჻ ჩემგან჻ იმედსა჻ გარდასწყვეტს჻ მერმე჻ დამიწყებს჻ გმობასა჻ დავწერე჻ რაცა჻ პასუხად჻ ჰმართებდა჻ აშუკობასა჻

453. დღენი჻ გამოჰჴდეს჻ მე჻ გული჻ უფრორე჻ დამწვეს჻ კვლავ჻ ალთა჻ ვეღარ჻ ვუჭვრეტდი჻ ლაშქართა჻ მინდორს჻ თამაშად჻ მავალთა჻ დარბაზს჻ ვერ჻ მიველ჻ მკურნალთა჻ დამიწყეს჻ მოსლვა჻ მრავალთა჻ მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ სოფლისა჻ ლხინთა჻ და჻ ვალთა჻

454. მათ჻ ვერა჻ მარგეს჻ მე჻ გულსა჻ ბინდი჻ დამეცა჻ ბნელისა჻ სხუამან჻ ვერავინ჻ შემატყვა჻ დება჻ ცნობისა჻ ხელისა჻ სისხლი჻ დამწამა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ გაჴსნევა჻ ჴელისა჻ გავიჴსენ჻ ფარვად჻ თავისა჻ არვისგან჻ საეჭველისა჻

455. ჴელ჻ გაჴსნილი჻ სევდიანი჻ საწოლს჻ ვიყავ჻ თავისწინა჻ ჩემი჻ მონა჻ შემოვიდა჻ შევხედე჻ თუ჻ თქვას჻ რა჻ მინა჻ მონააო჻ ასმათისი჻ შემოყუანა჻ უთხარ჻ შინა჻ გულსა჻ შინა჻ დაუზრახე჻ რა჻ მპოვაო჻ ანუ჻ ვინა჻

456. ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ წავიკითხე჻ ნებასა჻ წიგნსა჻ შევატეევ჻ ლამობდა჻ შეყრისა჻ მოსწრაფებასა჻ პასუხად჻ გავეც჻ ჟამია჻ მართალ჻ ხარ჻ გაკუირვებასა჻ მოვალ჻ თუ჻ მიჴმობ჻ მე჻ ნუ჻ მეჭუ჻ მოსლვისა჻ დაზარებასა჻

457. გულსა჻ ვარქვი჻ თუ჻ ლახუარნი჻ ეგრე჻ ვით჻ დაგაღონებენ჻ ამირბარი჻ ვარ჻ ჴელმწიფე჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მმონებებ჻ აზრად჻ შეიქმან჻ საქმესა჻ ათასჯერ჻ შეაწონებენ჻ თუ჻ შეიგებენ჻ მე჻ მათთა჻ არეთა჻ არ჻ მარონებენ჻

458. კაცი჻ მოვიდა჻ მეფისა჻ სწადსო჻ ამბვისა჻ სმინება჻ მოყვანა჻ ვუთხარ჻ ებრძანა჻ ქნაცა჻ სისხლისა჻ დინება჻ მე჻ ვჰკადრე჻ ჴელი჻ გავიჴსენ჻ დამიწყო჻ მოჯობინება჻ თქუენს჻ წინა჻ მოვალ჻ ამისთუის჻ კვლა჻ უფრო჻ მმართებს჻ ლხინება჻

459. დარბაზს჻ მიველ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ იქ჻ აბა჻ ცხენსა჻ შემსვა჻ უკაპარჭო჻ წელთა჻ არა჻ არ჻ შემაბა჻ შეჯდა჻ ქორნი჻ მოუტივნა჻ დურაჯები჻ დაინაბა჻ მშვილდოსანნი჻ გასაგანნა჻ იტყოდიან჻ შაბაშ჻ შაბა჻

460. შინა჻ დავსხედით჻ ნადიმად჻ მას჻ დღესა჻ მინდორს჻ რებულნი჻ მომღერალნი჻ და჻ მუტრიბნი჻ არ჻ იყვნეს჻ სულდაღებულნი჻ მეფემან჻ გასცნა჻ მრავალი჻ თუალნი჻ ღარიბად჻ ქებულნი჻ აუვსებელნი჻ არ჻ დარჩეს჻ მას჻ დღესა჻ მათნი჻ ხლებულნი჻

461. ვეცდებოდი჻ არა჻ მცალდა჻ სევდისაგან჻ თავის჻ კრძალვად჻ ვიგონებდი჻ ცეცხლი჻ უფრო჻ მედებოდა჻ გულსა჻ ალად჻ ჩემნი჻ სწორნი჻ წავიტანენ჻ ჩემსა჻ დავჯე჻ მთქვიან჻ ალვად჻ შევქენ჻ სმა჻ და჻ ნადიმობა჻ პატიჟთა჻ და჻ ჭირთა჻ მალვად჻

462. მოლარემან჻ შინაურმან჻ ყურსა჻ მითხრა჻ ნაუბარი჻ ქალი჻ ვინმე჻ გიკითხავსო჻ ინახუისცა჻ ამირბარი჻ ზეწარითა჻ მოუხურავს჻ პირი჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ უთხარ჻ საწოლს჻ შეიყვანე჻ ჩემგან჻ არის჻ ნაჴმობარი჻

463. ავდეგ჻ მსხდომნი჻ ნადიმობით჻ დაემზადნეს჻ ასაყრელად჻ შარდი჻ უთხარ჻ ნუ჻ ასდგებით჻ მოვალ჻ ხანთა჻ დაუზმელად჻ გამოველ჻ და჻ საწოლს჻ შეველ჻ მონა჻ დადგა჻ კარსა჻ მცველად჻ გული჻ მივეც჻ თმობაქნათა჻ აუგისა჻ საკრძალველად჻

464. კარსა჻ შევდეგ჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ თაყუანისმცა჻ მითხრა჻ მოსლვა჻ თქვენს჻ წინაშე჻ კურთხეულ჻ არს჻ რამან჻ ღირსმცა჻ გამიკუირდა჻ მიჯნურისა჻ თაყვანება჻ ექნა჻ ვისმცა჻ ვთქუი჻ არ჻ იცის჻ აშიკობა჻ თუმც჻ იცოდა჻ წყნარად჻ ზისმცა჻

465. მივე჻ დავჯე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ქალი჻ მოდგა჻ ნოხთა჻ პირსა჻ ჩემსა჻ ახლოს჻ დასაჯდომად჻ თავი჻ მისი჻ არ჻ აღირსა჻ ვარქვი჻ მანდა჻ რად჻ ჰზი჻ შენ჻ თუ჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გჭირსა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ ჩემთუის჻ ჰგუანდა჻ სიტყუაძუირსა჻

466. მითხრა჻ დღე჻ ეგე჻ სირცხუილად჻ მედების჻ გულსა჻ ალობა჻ გგონია჻ ჩემგან჻ წინაშე჻ მაგისთვის჻ მომავალობა჻ მაგრა჻ აწ჻ მიდებს჻ იმედსა჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა჻ ამას჻ თუ჻ ვღირს჻ ვარ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაკლია჻ ღ~თისა჻ წყალობა჻

467. ადგა჻ მითხრა჻ თქუენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია჻ ნუ჻ მეჭუ჻ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია჻ ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია჻ ამა჻ წიგნმან჻ გაგაგონოს჻ ჩემთუის჻ ვისცა჻ უთქმევია჻

468. მიბრძანა჻ მითხრა჻ ამბავი჻ იცოდა჻ ჩემის჻ ნებისა჻ ყურსა჻ მიამბო჻ ხაბარი჻ ჩემისა჻ გახარებისა჻ შეგყარნა჻ ბოლოდ჻ ვისიცა჻ შეხედვა჻ გენატრებისა჻ წიგნი჻ მომართუა჻ გავჰკაზმე჻ ჴმა჻ უთხარ჻ მიბრუნვებისა჻

469. გამიკვირდა჻ შემეზარნეს჻ ესე჻ რამან჻ ათქმევინა჻ ვინ჻ მპოვაო჻ სადაურმან჻ სადით჻ მიცნობს჻ იგ჻ მე჻ ვინა჻ მის჻ მგონესა჻ ყოფა჻ ჩემი჻ ერთობ჻ სრულად჻ დამკარგვინა჻ ნუ჻ ყოს჻ ღ~თნ჻ მისად჻ ნაცვლად჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ მინდა჻ მინა჻

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველად჻

470. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ცეცხლი჻ გულსა჻ მოეწერა჻ მზისა჻ შუქსა჻ ნუ჻ დაიჩნევ჻ ლომო჻ წყლულსა჻ მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდად჻ მძულსა჻ აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყველაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა჻