... (H-2074), XVI-XVII სს.

623. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი჻ ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი჻ მითვე჻ მწუანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი჻ ცრემლისა჻ ღუარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი჻

624. ქუე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირგამეხებული჻ არცა჻ მზე჻ ჰგუანდა჻ არც჻ მთუარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული჻ ასმათმან჻ დამსვა჻ შორსგუარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარხებული჻ მერმე჻ წამოჯდა჻ წარბშერჭუმით჻ გამწყრალი჻ გამეხებული჻

625. მიბრძანა჻ მიკუირს჻ რად჻ მოხვე჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა჻ გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა჻ მაგრა჻ ნაცუალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენამ჻ იცისა჻ ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უიცისა჻

626. ვთქუი჻ პასუხსა჻ ვერას჻ გკადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა჻ რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერნამკრთალსა჻ კულაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა჻ დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწუავ჻ ამით჻ ალსა჻

627. შენ჻ არ჻ იცი჻ ხუარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება჻ შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება჻ შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება჻ ღთ~ნ჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინა჻ ცუდად჻ შენი჻ ჴელოვნება჻

628. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს჻ მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს჻ მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხუანი჻ რამცა჻ ჰგუანდეს჻ რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს჻

629. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ჰინდოეთსა჻ ეგრეც჻ მე჻ მაქუს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა჻ ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მომცთარხარ჻ მოსაცეთსა჻ აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა჻

630. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ჰინდოეთს჻ ღ~თო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო჻ თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო჻ სხუა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო჻ ესე჻ სიტყუა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო჻

631. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად჻ კულა჻ მიეცა჻ თუალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭურეტად჻ აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად჻ ვაი჻ სოფელო჻ უხანოო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხურეტად჻

632. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე჻ ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღ~თისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე჻ ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწუავს჻ ჩემიცა჻ დაწუი჻ მზე჻ ბარე჻ რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე჻

633. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყუა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია჻ ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთუის჻ ნაშუქნია჻ თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია჻ მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია჻

634. კულაცა჻ ვჰკადრე჻ მეთუ჻ მზეო჻ თქვენთუის჻ ფიცი჻ გამეტეხოს჻ ღ~თნ჻ აწვე჻ რისხუა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთუის჻ გაამეხოს჻ ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს჻ მაშა჻ მაშინ჻ როგორ჻ დავრჩე჻ რა჻ ლახუარი჻ გულსა჻ მეხოს჻

635. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიჴმეს჻ შექნეს჻ დიდი჻ ვაზირობა჻ მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა჻ დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა჻ თავსა჻ ვუთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა჻

636. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რადგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხუდარა჻ არ჻ იტყუის჻ თუ჻ ინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომჴდარა჻ ტარიელ჻ არს჻ მემამულე჻ სხუასა჻ ჰმართებს჻ არად჻ არა჻ ვის჻ მოიყუანს჻ არა჻ ვიცი჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მომცდარა჻

637. ვთქუი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხუარა჻ მოვიგვარო჻ თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო჻ მედვა჻ გული჻ მჴეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო჻ ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო჻

638. სულთა჻ ვარდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა჻ იგი჻ წვიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა჻ ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა჻ მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა჻

639. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა჻ უვარის჻ ქნასა჻ ღ~თისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა჻ იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭუმით჻ ინდოეთს჻ ფლობასა჻ მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ჴელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძესძლობასა჻

640. მე჻ ღ~ისაებრად჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გამქისებული჻ ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქუეყანად჻ ან჻ მთუარე჻ პირგავსებული჻ ახლოს჻ დამისუა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არღირსებული჻ მეუბნებოდა჻ დამივსო჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული჻

641. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ჴამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს჻ რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგუაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს჻ თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვაი჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს჻ შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდეს჻

642. კულა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთავს჻ იყოს჻ ასდენ჻ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგუიფლასდენ჻ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩუენ჻ პატიჟნი჻ გაგუიასდენ჻ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგიხასდენ჻