... (H-2074), XVI-XVII სს.

471. ასმათ჻ დგას჻ ჩემთუის჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად჻ თქუა჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ ვკითხ჻ ავად჻ გიბრძანებს჻ მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენად჻ მკითხავად჻ ლომსა჻ მით჻ მართებს჻ ვაგლახი჻ თუ჻ მისი჻ თავი჻ ითხა჻ ვად჻

472. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ უჩუენნე჻ საქმენი჻ საგმირონია჻ ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩუენნი჻ სახარაჯონია჻ აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩუენზედა჻ ჩუენგან჻ არ჻ დასათმონია჻

473. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია჻ მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კულავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია჻ ძუღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭურეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია჻ მანდა჻ ყველაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგჴდომია჻

474. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე჻ წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩუენე჻ გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კვლამცა჻ რად჻ დასტენე჻ მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე჻

475. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა჻ ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ რად჻ დამეთვალვოდა჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ და჻ მემალოდა჻ მით჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწუი჻ გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირველად მიწერილი჻

476. თვალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია჻ პასუხად჻ ვსწერდი჻ მთუარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია჻ მე჻ ღ~თნ჻ იგი჻ ნუ჻ მომცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია჻ სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია჻

477. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხუდები჻ ესე჻ ჰკადრე჻ რადგან჻ მზეო჻ ნათლად჻ ჩემთუის჻ ამოჰხდები჻ აჰა჻ მკუდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები჻ რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვჰტყუვი჻ თუღა჻ ვერიდები჻

478. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქნათო჻ ესე჻ სჯობდეს჻ ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს჻ ჩემად჻ ნახუად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს჻ დაცამვედრა჻ ამირბარსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს჻

479. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა჻ მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახვისა჻ მისისა჻ მისგან჻ მომეცა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა჻ ვისთა჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგუანდის჻ სინათლე჻ დღისისა჻

480. ასმათს჻ მოვართუი჻ რჩეული჻ თუალი჻ ოქროსა჻ ჯამითა჻ მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა჻ ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა჻ ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხუად჻ ჴელის჻ შესაბამითა჻

481. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახუართა჻ გულსა჻ მრიდეს჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწუიდეს჻ შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ სუმიდეს჻ მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს჻

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა჻

482. კაცი჻ იჴმო჻ გასაგზავნლად჻ ეუბნების჻ უბრძანებსა჻ უთხრა჻ იცნობ჻ ვინცა჻ უწინ჻ ჩუენთვის჻ ჴრმალნი჻ მისცნეს჻ ნებსა჻ რად჻ შესცულიან჻ ჭკუა჻ ცნობა჻ ვარდის჻ ნაცვლად჻ ძეძვს჻ რად჻ ჰკრებსა჻ ჩუენი჻ ბაჟი჻ დაიკიდოს჻ მოიღებდეს჻ ჩუენს჻ წინ჻ ზღუნებსა჻

483. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემაგიერი჻ მივსწერე჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ არისმცა჻ ღმრთულებრ჻ ძლიერი჻ მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი჻ ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ იქმნების჻ თავისა჻ არ჻ მადრიერი჻

484. ჩუენნო჻ ძმანნო჻ და჻ პატრონნო჻ თქვენგან჻ არ჻ გავიმწარებით჻ ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანება჻ აქამცა჻ მოიარებით჻ თქვენ჻ თუ჻ არ჻ მოხუალთ჻ ჩვენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით჻ სჯობს჻ რომე჻ გუნახნეთ჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით჻

485. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ მომეცა჻ უფრო჻ ლხინები჻ დარბაზს჻ ვიშვებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები჻ მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები჻ აწ჻ ხელმქმნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მჴეცთაცა჻ მოვეწყინები჻

486. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი჻ ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყუნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი჻ მაგრა჻ დამშლიდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი჻ ზოგჯერ჻ შემცუიან჻ სევდათა჻ ვჰთქვენი჻ საწუთროს჻ გმობანი჻

487. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრით჻ წამოსრული჻ ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თუალთა჻ რული჻ წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული჻ კარსა჻ მცველმან჻ მონა჻ უჴმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული჻

488. მონააო჻ ასმათისი჻ საწოლს჻ უთხარ჻ შემოყვანა჻ მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ ამიფოლხუდა჻ ჯაჭუთა჻ მანა჻ წაველ჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ ვუთხარ჻ ამისთანა჻