... (H-2074), XVI-XVII სს.

547. ახლოს჻ მიველ჻ შემომხედნეს჻ შმაგიაო჻ ესე჻ თქუესა჻ მუნ჻ მივმართე჻ მკლავმაგარმან჻ სად჻ უფროსნი჻ ჯარი჻ დგესა჻ კაცს჻ შევეც჻ ცხენი჻ დავეც჻ მართ჻ ორნივე჻ მიჰჴდეს჻ მზესა჻ შუბი჻ გატყდა჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ ვაქებ჻ ჴრმალო჻ ვინცა჻ გლესა჻

548. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი჻ კაცი჻ კაცსა჻ შემოვსტყორცე჻ ცხენკაცისა჻ დავდგი჻ გორი჻ კაცი჻ ჩემგან჻ შენატყორცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანაჯორი჻ ერთობ჻ სრულად჻ ამოვწყუიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი჻

549. ერთობილნი჻ მომეხუივნეს჻ მგრგვლივ჻ შეიქნა჻ ომი჻ დიდი჻ ვჰკრი჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფრსა჻ ამოღურიდი჻ ცხენსა჻ კაცი჻ გაკუეთილი჻ მანდიკურად჻ გარდავჰკიდი჻ სითაც჻ ვიყვი჻ გამექციან჻ მათ჻ შეჰქნია჻ ჩემი჻ რიდი჻

550. საღამო჻ ჟამ჻ დაიზახნა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან჻ ნუღარა჻ სდგათ჻ წაედითო჻ კულა჻ მოგუხედნა჻ რისხვით჻ ცამან჻ მოვა჻ მტუერი჻ საშინელი჻ შეგუაშინნა჻ ამად჻ ამან჻ ნუთუ჻ სრულად჻ ამოგვწყვიდნეს჻ უთუალავმან჻ ბევრმან჻ სპამან჻

551. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამომეტანნეს჻ მე჻ არა჻ რა჻ ეცნა჻ წამოსულიყუნეს჻ ღამე჻ წამორთვით჻ ეარა჻ ვერ჻ დაიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ე჻ არა჻ გამოჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკმან჻ ჴმა჻ გააზეარა჻

552. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით჻ ველნი჻ ჩუენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეჴრმლენით჻ მისნი჻ სპანი჻ ყველაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკვლენით჻

553. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა჻ დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა჻ ძილისა჻ მიხუდა჻ ნაცვალი჻ ძილმკრთალთა჻ ღამეთეულთა჻ ტყუეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კვნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა჻

554. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავჴედით჻ მოსვენებად჻ ჴელსა჻ ჴრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მიჩნდა჻ არნაღებად჻ ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭურეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად჻ ვერ჻ იტყვიან჻ ვერ჻ მიმხუდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად჻

555. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს჻ ზოგთა჻ შორით჻ დამლოციან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს჻ რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს჻ ჩემგან჻ ჴრმლითა჻ განაკვეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს჻

556. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე჻ ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე჻ სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე჻ არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე჻

557. რამაზს჻ ვარქვი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე჻ აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე჻ სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყველა჻ ჴელთა჻ მომათვალე჻ თუარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთუალე჻

558. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე჻ ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მამეც჻ ზედა჻ მაბატონე჻ ციხოანთა჻ გაუგზავნო჻ საუბარი჻ გამიგონე჻ ჴელთა჻ მოგცემ჻ ყველაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე჻

559. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ჻ ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყუანენ჻ ჴელთა჻ მომცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ჻ საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ რასმცა჻ ვითა჻ დავაგუანენ჻

560. მაშინღა჻ შეველ჻ ხატაეთს჻ მოვლად჻ და჻ მოსათუალავად჻ კლიტენი჻ საჭურჭლეთანი჻ მომართუეს჻ დაუმალავად჻ ქუეყანა჻ ჩავსხი჻ უბრძანე჻ იყუენით჻ თქუენ჻ უკრძალავად჻ მზემან჻ არ჻ დაგუწნა჻ იცოდით჻ დაგყარენ჻ გაუგვალავად჻

561. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდისკიდე჻ უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშურები჻ თუ჻ მოვსთუალვიდე჻ ერთგან჻ ვნახენ჻ საკუირველი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ თუმცა჻ ნახენ჻ სახელისა჻ ცოდნასაცა჻ ინატრიდე჻

562. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად჻ ვისცა჻ უჩუენი჻ უკვირდის჻ ღ~თისაგან჻ თქვის჻ საწაულად჻ არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხაულად჻ სიმტკიცე჻ ჰგუანდა჻ ნაჭედსა჻ ვჰთქვი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად჻

563. იგი჻ საძღუნოდ჻ მისად჻ დავდევ჻ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა჻ მეფისათუის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა჻ ჯორაქლემი჻ ათჯერ჻ ასი჻ ყველაკაი჻ წუივმაგრობდა჻ ატუირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ სცნობდა჻

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯუა჻

564. წიგნი჻ დავსწერე჻ მეფეო჻ სუემცაა჻ თქვენი჻ სვიანად჻ მე჻ ხატაელთა჻ მიმუხთლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად჻ ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გუიანად჻ მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიანტყუიანად჻

565. რა჻ ყუელაი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე჻ წამოვიხუენ჻ საჭურჭლენი჻ საჴელმწიფო჻ დავიავრე჻ ვერ჻ მოვეყავ჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზავრე჻ მოვირჭუენ჻ და჻ მოვივლინე჻ რაცა჻ მწადდა჻ აგრე჻ ვყავრე჻