... (H-2074), XVI-XVII სს.

374. რას჻ მაქნევდით჻ რა჻ გინდოდა჻ ერთმანერთსა჻ რათა჻ ვჰგუანდით჻ თქუენ჻ მორჭმულნი჻ სთამაშობდით჻ ჩვენ჻ მტირალნი჻ ღაწუსა჻ ვბანდით჻ რა჻ მონანი჻ შესაპყრობლად჻ მომწიენით჻ გაგულვანდით჻ აწ჻ ვეჭუ჻ რომე჻ ჩემად჻ ნაცვლად჻ თანა჻ მკვდართა჻ მიიტანდით჻

375. მოვიხედე჻ მომეწია჻ რა჻ პატრონი჻ შენი჻ ვნახე჻ ჴელმწიფობით჻ შემებრალნეს჻ ამად჻ ჴელი჻ არ჻ შევახე჻ თუალთა჻ წინა჻ გამოვექეც჻ მეტი჻ არა჻ შეუზრახე჻ ჩემი჻ ცხენი჻ უჩინოსა჻ ჰგავს჻ და჻ სხუასმცა჻ რად჻ ვასახე჻

376. კაცმან჻ ვერ჻ ასწრას჻ თუალისა჻ დაფახვა჻ დაწამწამება჻ მას჻ გავექცევი჻ ვისგანცა჻ ჩემი჻ არას჻ ვსცნა჻ ამება჻ მათ჻ თურქთა჻ მიღმა჻ გამეგო჻ მე჻ არას჻ არ჻ შეწამება჻ ავად჻ ჰშვენოდა჻ მორევნა჻ და჻ ჩემი჻ დათამამება჻

377. აწ჻ ვაშად჻ მოხუე჻ მეამა჻ ნახვა჻ შენისა჻ პირისა჻ ტანად჻ სარო჻ და჻ პირად჻ მზე჻ მამაცად჻ მზგავსი჻ გმირისა჻ მაგრა჻ გარჯილხარ჻ არა჻ ხარ჻ გარდაუჴდელი჻ ჭირისა჻ ძნელია჻ პოვნა჻ კაცისა჻ ღთივ჻ ზეცით჻ განაწირისა჻

378. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვით჻ მაქებ჻ საქები჻ ბრძენთა჻ ენისა჻ მაგისად჻ ნაცვლად჻ რამც჻ ვიყავ჻ ღირსი჻ ქებისა჻ თქვენისა჻ სახე჻ ხარ჻ მზისა჻ ერთისა჻ ზეცით჻ მნათისა჻ ზენისა჻ რადგან჻ ვერ჻ შეგცულის჻ პატიჟი჻ ეგზომთა჻ ცრემლთა჻ დენისა჻

379. მოსრულ჻ ვარ჻ შენად჻ შეყრამდინ჻ ვიყავ჻ ამბვისა჻ მძებნელი჻ რა჻ გნახე჻ შენგან჻ საჴმილმან჻ ბნელსა჻ მიმატა჻ მე჻ ბნელი჻ ეგე჻ მეც჻ ვიცი჻ მეცა჻ ვარ჻ მაგა჻ ლახუართა჻ მგებნელი჻ ბოლოდ჻ იცოდი჻ სიკვდილი჻ ჩემგან჻ გაყრისა჻ მცებნელი჻

380. ამა჻ დღემან჻ დამავიწყა჻ გული჻ ჩემი჻ ვინ჻ დაბინდა჻ დამიგდია჻ სამსახური჻ იგი჻ იქნას჻ რაღა჻ გინდა჻ იაგუნდი჻ ეგრეცა჻ სჯობს჻ ათასჯერმცა჻ მინა჻ მინდა჻ შენ჻ გეახლო჻ სიკვდილამდის჻ ამის჻ მეტი჻ არა჻ მინდა჻

381. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გული჻ აწ჻ მემჴურვალების჻ მიკვირს჻ თუ჻ ნაცულად჻ მაგისად჻ შენ჻ ჩემი჻ რა჻ გევალების჻ მაგრა჻ წესია჻ მიჯნური჻ მიჯნურსა჻ შეებრალების჻ შენ჻ საყვარელსა჻ გაგყარო჻ ესე჻ რათ჻ გენაცვალების჻

382. წამოსრულხარ჻ ჩემად჻ ძებნად჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ღ~თნ჻ ქნა჻ და჻ გიპოვნივარ჻ შენცა჻ ცდილხარ჻ მამაცურად჻ მაგრა჻ ჩემსა჻ რა჻ გიამბობს჻ გამოჭრილვარ჻ ასრე჻ თუ჻ რად჻ მე჻ თუ჻ ვიტყვი჻ დამწუავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ შემიქს჻ ალად჻ მურად჻

383. ასმათ჻ უთხრა჻ ლომო჻ ცრემლით჻ მაგა჻ ცეცხლთა჻ არ჻ ეგების჻ მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ წუევა჻ თქმისა჻ რადგან჻ ეგრე჻ არ჻ ეგების჻ ვხედავ჻ ესე჻ ხელი჻ ვინმე჻ მოყმე჻ შენთუის჻ წაეგების჻ ცნას჻ მიზეზი჻ შენთა჻ წყლულთა჻ ქნას჻ რა჻ ღონე჻ აეგების჻

384. მეხვეწებოდა჻ ლამოდა჻ ჩემგან჻ რასამე჻ სმენასა჻ ნუ჻ უყოს჻ ღ~თნ჻ გაძლება჻ მემცა჻ ვით჻ მივეც჻ ენასა჻ თუ჻ რას჻ სცნობს჻ ვეჭო჻ ამისგან჻ თქვენსა჻ რასამე჻ ლხენასა჻ არს჻ უკეთესი჻ რაცაღა჻ სწადს჻ განგებასა჻ ზენასა჻

385. ამას჻ დაყმუნდა჻ ტარიელ჻ დამწუარი჻ დაალებული჻ ასმათს჻ უბრძანა჻ მას჻ აქათ჻ შენ჻ ხარ჻ ჩემთანა჻ ხლებული჻ რად჻ არა჻ იცი჻ უწამლო჻ არს჻ ლები჻ ესე჻ ლებული჻ კულა჻ ესე჻ ყმა჻ მწუავს჻ მტირალი჻ ცრემლითა჻ დავალებული჻

386. კაცმან჻ ვით჻ პოვოს჻ ღ~თისაგან჻ რაცა჻ არ჻ დანაბადია჻ მით჻ გული჻ ჩემი჻ სევდამან჻ აწ჻ ასრე჻ დანაბა჻ დია჻ კულა჻ გზასა჻ მიკრავს჻ მიჭირავს჻ მითქს჻ ბადე჻ დანაბადია჻ აწ჻ ჴელთა჻ ნაცულად჻ ლხინისა჻ ჩალა჻ მაქუს჻ და჻ ნაბადია჻

387. მაგრა჻ ღ~თნ჻ მოწყალემან჻ მით჻ ცნობითა჻ ერთი჻ მზითა჻ ორი჻ მისი჻ მოწყალება჻ დღესცა჻ მომცა჻ ამა჻ გზითა჻ პირველ჻ შეჰყრის჻ მოყუარულთა჻ ჩემით჻ რათმე჻ მიზეზითა჻ კულა჻ ნუთუმცა჻ სრულად჻ დამწუა჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ანაგზითა჻

388. მას჻ დღესა჻ ლომი჻ ტარიელ჻ შუებითა჻ აივსებოდა჻ ჴელითა჻ ჴელსა჻ მოზიდვენ჻ ერთმანერთს჻ ეუბნებოდა჻ მათთა჻ შემხედთა჻ მათთანა჻ ლალიცა჻ უმტუერდებოდა჻ ჰგავს჻ თუ჻ მაშრიყი჻ შუქსა჻ ჰფენს჻ მზე჻ მათთვის჻ გაივსებოდა჻

389. ყმასა჻ უთხრა჻ ვინცა჻ კაცმან჻ ძმა჻ ანუ჻ თუ჻ დაცა჻ იდოს჻ ჴამსო჻ მისთუის჻ სიკვდილსა჻ და჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ დარიდოს჻ ღ~თნ჻ ერთი჻ რად჻ აცხოვნოს჻ თუ჻ მეორე჻ არ჻ წაწყმიდოს჻ შენ჻ ისმენდი჻ მე჻ გიამბობ჻ რაღა჻ გინდა჻ წამეკიდოს჻

390. ასმათს჻ უთხრა჻ მოდი჻ მოჯე჻ თანა჻ წყალი჻ მოიტანე჻ დაბნედილსა჻ მაპკურებდი჻ გული჻ მითა჻ გარდამბანე჻ მკუდარი჻ მნახო჻ დამიტირო჻ სულთქმა჻ გაათანისთანე჻ მე჻ სამარე჻ გამითხარე჻ აქა჻ მიწა჻ მიაკუანე჻

391. ღილჩაჴსნილი჻ საამბობლად჻ დაჯდა჻ მჴარნი჻ ამოყარნა჻ ვითა჻ მზე჻ ჯდა჻ მოღრუბლებით჻ დიდხან჻ შუქნი჻ არ჻ ადარნა჻ ვერ჻ გაახუნა჻ სასაუბროდ჻ მან჻ ბაგენი჻ გაამყარნა჻ მერმე჻ სულთქნა჻ დაიზახნა჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ გარდმოყარნა჻

392. მოთქვამს჻ ჰაი჻ ჰაი჻ საყვარელო჻ ჩემო჻ ჩემთუინ჻ დაკარგულო჻ იმედო჻ და჻ სოცოცხლეო჻ გონებაო჻ სულო჻ გულო჻ ვინ჻ მოგკვეთა჻ არა჻ ვიცი჻ ხეო჻ ედემს჻ დანერგულო჻ ცეცხლმან჻ ცხელმან჻ ვით჻ ვერ჻ დაგწუა჻ გულო჻ ასჯერ჻ დადაგულო჻

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო჻