... (H-2074), XVI-XVII სს.

527. კულაცა჻ ეთქვა჻ მართალია჻ აზომ჻ ჩემი჻ მონახსენი჻ მე჻ თუით჻ წინა჻ მოგეგებვი჻ მესწრაფების჻ ნახუა჻ შენი჻ მოვახსენე჻ დია჻ ღ~თო჻ ბრძანება჻ ვქენ჻ მეცა჻ თქუენი჻ ჻ ტკბილად჻ ვნახეთ჻ ერთმანერთი჻ ვიყვნეთ჻ ვითა჻ მამაძენი჻

528. მუნით჻ წასული჻ ჩამოვჰჴე჻ ტევრისა჻ რასმე჻ კიდესა჻ კულა჻ მოციქულნი჻ მოვიდეს჻ სალამად჻ არ჻ დამრიდესა჻ წინა჻ ტურფათა჻ ტაიჭთა჻ ძღუნად჻ ჩემთუის჻ მოზიდვიდესა჻ შენსა჻ ნახუასა჻ მეფენი჻ თქუეს჻ მართლად჻ ინატრიდესა჻

529. კულაცა჻ ეცნა჻ მოციქულთა჻ მოსლვა჻ წინა჻ გაეგება჻ გარდაჰჴდეს჻ და჻ თაყუანისცეს჻ სხუაგნით჻ სხუათა჻ ჰკადრეს჻ ქება჻ კაცმან჻ ვითმცა჻ შეგიშალოს჻ რაცა჻ გინდეს჻ თქუენი჻ ნება჻ რად჻ გუიწყრებით჻ შეუცოდრად჻ ეგე჻ საქმე჻ ვით჻ ეგება჻

530. გაგუეხრდეს჻ ესე჻ თქმანი჻ ვიხარეთ჻ და჻ ვინადირეთ჻ ქორითა჻ და჻ ავაზითა჻ უცხო჻ სულნი჻ დავიჭირეთ჻ მჴეცნი჻ მოვსრენ჻ მახუილითა჻ ჩუენნი჻ მბრძოლნი჻ ავატირეთ჻ ვლაღობდით჻ და჻ ვთამაშობდით჻ სწრაფად჻ მოსლვა჻ დავაპირეთ჻

531. მითხრეს჻ მეფე჻ მოგახსენებს჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები჻ სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხუალე჻ ადრე჻ შეგეყრები჻ მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგა჻ დავდგი჻ არ჻ მზირები჻ ჻ მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერთგან჻ დაწვნეს჻ ვით჻ მაყრები჻

532. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ აზომ჻ თურე჻ არ჻ წაჴდების჻ ერთი჻ კაცი჻ უკმორესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების჻ დიდი჻ მაცო჻ თქვენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების჻ გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ თქვენი჻ არ჻ იქნების჻

533. მე჻ მამისა჻ თქვენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი჻ თქუენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გამოვარდი჻ მკუდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი჻ ყველასავე჻ მოგახსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი჻

534. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთუის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ჻ მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ საღალატოდ჻ შეგიჩუევენ჻ ილათითა჻ მიგიყვანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ჻ სასიკუდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწუევენ჻

535. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ჻ ერთგან჻ შენთუის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ჻ კულავ჻ სხუაგან჻ გითქს჻ სამი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიჴმობენ჻ აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწევი჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ჻

536. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭურეტნი჻ ვერ჻ გელევიან჻ მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან჻ კუამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ მოგეხუევიან჻ რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან჻

537. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიჴდიდია჻ რომე჻ არ჻ მოვკვდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია჻ აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ წადი჻ მათთანა჻ მიდია჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ მემცა჻ ვარ჻ განაკიდია჻

538. არვის჻ გავენდევ჻ სულდგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია჻ რაცა჻ იქნების჻ იქნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია჻ მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ თუ჻ გზაცა჻ შორია჻ შევსთუალე჻ ფიცხლად჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია჻

539. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ შევუთვალე჻ რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე჻ ნახევარ჻ დღე჻ სხუა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე჻ განგებაა჻ დღესცა჻ მომკლავს჻ ქვემცა჻ სადა჻ დავიმალე჻

540. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტუერი჻ დავინახე჻ ვთქვი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთუის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე჻ ჩემიც჻ გაჰკვეთს჻ ჴორცსა჻ მათსა჻ ჴრმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ვახე჻ მაშინ჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე჻

541. ვთქუი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩუენ჻ ღალატსა჻ გუიდგებიან჻ მკლავთა჻ თქუენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთუისმცა჻ რად჻ დალბიან჻ ვინცა჻ მოჰკუდეს჻ მეფეთათუის჻ სულნი჻ მათნი჻ ზეცას჻ რბიან჻ აწ჻ შევებნეთ჻ ხატაელთა჻ ჴრმალნი჻ ცუდად჻ რას჻ გუაბიან჻

542. უბრძანე჻ ჩაცუმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ჴაფითა჻ დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭუ჻ ჯავშანითა჻ ქაფითა჻ რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა჻ მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლი჻ ჩემმანვე჻ ჴრმალმან჻ დაფითა჻

543. მივეახლენით჻ შეგუატყვეს჻ მათ჻ ტანსა჻ აბჯარცმულობა჻ კაცი჻ მოვიდა჻ მომართუა჻ მეფისა჻ მოციქულობა჻ ეთქვა჻ თუ჻ ჟამად჻ გუაჩნია჻ ჩუენ჻ თქუენი჻ არ჻ ორგულობა჻ აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგქვნია჻ აწ჻ ამად჻ გულნაკლულობა჻

544. შევსთუალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთუის჻ გაგიგია჻ თქვენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქმნების჻ არ჻ იგია჻ ბრძანეთ჻ მოდით჻ შემებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია჻ მეცა჻ თქუენად჻ დასაჴოცლად჻ ჴელი჻ ჴრმალსა჻ დამიგია჻

545. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კულამცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს჻ კუამლი჻ შეჰქნეს჻ ლაშქართათვის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს჻ სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავნი჻ ორგნით჻ აქარავნეს჻ შეჰქმნეს჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ თუცა჻ ღ~თო჻ ვერა჻ მავნეს჻

546. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად჻ საომარად჻ ატეხილი჻ ვიყავ჻ მათად჻ გამტეხელად჻ ერთსა჻ წავსწვდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წაველ჻ გრძელად჻ მათ჻ ურიცხუთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად჻