... (H-2074), XVI-XVII სს.

508. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა჻ მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა჻ დავჯე჻ მივსცენ჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა჻ მიკუირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა჻

509. მიბრძანა჻ ძოღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა჻ მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა჻ დაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა჻ მაგრა჻ ჴამს჻ ჩემგან჻ სირცხუილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა჻

510. თუცა჻ მართებს჻ დედაკაცსა჻ მამაცისა჻ დიდი჻ კრძალვა჻ მაგრა჻ მეტი჻ უარეა჻ არათქუმა჻ და჻ ჭირთა჻ მალვა჻ მე჻ თუ჻ ზეპირ჻ მიცინია჻ ქვექვე჻ მითქვამს჻ იდუმალ჻ ვა჻ ძოღან჻ ქალი჻ გამოვგზავნე჻ ვქენ჻ მართლისა჻ შემოთუალვა჻

511. წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ ილაშქრე჻ და჻ ინაღირე჻ ღ~თნ჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯუოს჻ მორჭმულიმცა჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე჻ მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ კვლაცა჻ ნახუა჻ მომხუდებოდეს჻ შენი჻ ვირე჻ გული჻ მომეც჻ გაუყრელად჻ ჩემი჻ შენთუის჻ დაიჭირე჻

512. ერთმანერთისა჻ მას჻ აქათ჻ რაცა჻ ორთავე჻ ვიცითა჻ აწცა჻ მიცოდი჻ საშენოდ჻ მითვე჻ პირითა჻ მტკიცითა჻ ამას჻ შევსჯერდი჻ დიდითა჻ ზენარითა჻ და჻ ფიცითა჻ გეცრუვო჻ ღ~თნ჻ მიწა჻ მქმნას჻ ნუმცა჻ ცხრითავე჻ ვზი჻ ცითა჻

513. მოვახსენე჻ არ჻ მეწყალვის჻ თავი჻ შენთუის჻ დასაწველად჻ მაგრა჻ რადგან჻ დამარჩინე჻ არ჻ გამოსჩნდი჻ ჩემად჻ მკულელად჻ შენ჻ სინათლედ჻ თუალთა჻ ჩემთათ჻ მიჩნდე჻ მზეებრ჻ სანახველად჻ აწ჻ შევება჻ ხატაელთა჻ მუნ჻ გამოვჩნდე჻ ლომი჻ ქუელად჻

514. აწ჻ რასაცა჻ მე჻ მაღირსებ჻ ჴორციელი჻ არვინ჻ ღირს჻ ა჻ მოწყალება჻ იჩქითია჻ ღმერთსა჻ ამად჻ არ჻ მკუირსა჻ შენთა჻ შუქთა჻ შემომადგამ჻ გულსა჻ ბნელსა჻ ზედა჻ ჭუირსა჻ შენი჻ ვიყო჻ სადამდისცა჻ დამიყოფდეს჻ მიწა჻ პირსა჻

515. ზედა჻ წიგნსა჻ საფიცარსა჻ შეჰვფიცე჻ და჻ შემომფიცა჻ მისგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ამით჻ უფრო჻ დაამტკიცა჻ უშენოსა჻ მოწონება჻ ვისიცაო჻ გულსა჻ მიცა჻ ღ~თი჻ მომკლავს჻ ამას჻ იქით჻ თავსა჻ ვეტყვი჻ ამას჻ ვსწურთიცა჻

516. დავჰყავ჻ ხანი჻ მას჻ წინაშე჻ სიტყვანიცა჻ ტკბილნი჻ ვთქუენით჻ ვსჭამეთ჻ ამო჻ ხილი჻ რამე჻ ერთმანერთსა჻ ვეუბენით჻ მერე჻ ავდექ჻ წამოსავლად჻ ტირილით჻ და჻ ცრემლთა჻ დენით჻ მისთა჻ შუქთა჻ შუენებანი჻ ნათლად჻ მადგეს჻ გულსა჻ ფენით჻

517. მეძნელებოდა჻ სიშორე჻ მისი჻ ბროლ჻ ბალახშ჻ მინისა჻ მე჻ გამიახლდა჻ სოფელი჻ მქონდა჻ სიმრავლე჻ ლხინისა჻ ჩემად჻ ჩნდა჻ იგი჻ სინათლე჻ ეთერით჻ მზედ჻ ნაჩინისა჻ აწ჻ მიკუირს჻ მისსა჻ გამყრელსა჻ გული჻ მიც჻ კლდისა჻ ტინისა჻

ამბავი ტარიელის ხატაელთა წასულისა჻

518. დილასა჻ შევჯე჻ უბრძანე჻ ჰკარით჻ ბუკსა჻ და჻ ნობასა჻ სრულთა჻ სპათასა჻ ვერ჻ გითხრობ჻ არ჻ შესხდომილად჻ მზობასა჻ ლომმან჻ მივმართე჻ ხატაეთს჻ ვერვინ჻ მიზრახავს჻ ჴრდლობასა჻ უგზოსა჻ ვლიდეს჻ ლაშქარნი჻ არ჻ გაივლიდეს჻ გზობასა჻

519. დავაგდე჻ ზღუარი჻ ჰინდოთა჻ მევლო჻ პაშტაი჻ ხანია჻ რამაზის჻ კაცი჻ მემთხუია჻ ხატაეთს჻ ზედა჻ ხანია჻ მან჻ მითხრა჻ მოციქულობა჻ გულისა჻ მოსაფხანია჻ ჩუენთა჻ მგელთაცა჻ დასჭამენთქუენნი჻ ინდოთა჻ თხანია჻

520. მე჻ შემამძღვნეს჻ რამაზისგან჻ ძღუნად჻ საჭურჭლე჻ საშინელი჻ გვითხრეს჻ გკადრებს჻ ნუ჻ ამოგვწყვეტ჻ არის჻ შენგან჻ არსაქნელი჻ ზენაარი჻ გამოგუიღე჻ მით჻ გუაბია჻ ყელსა჻ წნელი჻ მაურვებლად჻ მოგახსენნეთ჻ თავნი჻ შვილნი჻ საქონელი჻

521. რაცა჻ შეგცოდეთ჻ შეგუინდე჻ თუით჻ ჩუენვე჻ შეგუინანია჻ თუ჻ ღმრთულებრ჻ შეგვიწყალებდეთ჻ აქა჻ ნუ჻ მოვლენ჻ სპანია჻ ქუეყანა჻ ჩუენი჻ არ჻ ასწყდეს჻ რისხუით჻ არ჻ დაგვტყდენ჻ ცანია჻ შენ჻ მოგცეთ჻ ციხექალაქი჻ მოგყუენ჻ ცოტანი჻ ყმანია჻

522. გვერდსა჻ დავისხენ჻ ვაზირნი჻ ვიუბნეთ჻ გავიზრახენით჻ მითხრეს჻ თუ჻ ხარო჻ ყმაწვილი჻ ბრძენი჻ მით჻ გკადრებთ჻ გლახ჻ ენით჻ არიან჻ ერთობ჻ მუხთალნი჻ ჩუენ჻ ერთხელ჻ კვლაცა჻ ვნახენით჻ არამცა჻ მოგკლეს჻ ღალატად჻ არამცა჻ ვივაგლახენით჻

523. ჩუენ჻ ამას჻ ვარჩევთ჻ წახუიდე჻ კარგითა჻ მართ჻ მამაცითა჻ ლაშქარნი჻ ახლოს჻ გუეკიდნენ჻ სცნობდენ჻ ამბავსა჻ კაცითა჻ გულ჻ მართლად჻ იყვნენ჻ მიენდევ჻ აფიცე჻ ღთითა჻ და჻ ცითა჻ არ჻ დაგმორჩილდენ჻ შეჰრისხდი჻ რისხუითა჻ კვლა჻ და჻ კვლაცითა჻

524. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ ვაზირთა჻ ნავაზირები჻ შევსთუალე჻ რამაზ჻ მეფეო჻ ვცან჻ შენი჻ დანაპირები჻ სიკუდილსა჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ დაგვიდგამს჻ ვერ჻ ქვითკირები჻ ლაშქართა჻ დავჰყრი჻ ცოტათა჻ წამოვალ჻ შენ჻ კერძ჻ ვირები჻

525. მათ჻ ლაშქართაგან჻ სამასნი჻ კარგი჻ მოყმენი჻ ქველანი჻ თანა჻ წამომყვეს჻ წაცაველ჻ დავჰყარენ჻ სპანი჻ ყველანი჻ დავვედრე჻ სადა჻ მე჻ მევლოს჻ ვლენით჻ იგივე჻ ველანი჻ ახლოს჻ მომდევდით჻ მიშველდით჻ გიჴმობ჻ თუ჻ მინდენ჻ შველანი჻

526. სამ჻ დღე჻ ვიარე჻ მემთხვია჻ სხუა჻ კაცი჻ მისვე჻ ხანისა჻ კულავ჻ ეძღუნა჻ უცხო჻ მრავალი჻ შესამოსელი჻ ტანისა჻ ებრძანა჻ მწადსო჻ სიახლე჻ შენ჻ ლაღისა჻ და჻ ჯანისა჻ არ჻ შეგეყარო჻ მაშინ჻ სცნა჻ შენ჻ ძღუნობა჻ ამისთანისა჻