... (H-2074), XVI-XVII სს.

393. ისმენდი჻ მიეც჻ გონება჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ სმენასა჻ საუბართა჻ და჻ საქმეთა჻ ვისთა჻ ძლივ჻ ვათქმევ჻ ენასა჻ იგი჻ ვინ჻ ხელმქმნის჻ მოველი჻ მისგან჻ აროდეს჻ ლხენასა჻ ვისგან჻ შეუცავ჻ სევდასა჻ სისხლისა჻ ღუართა჻ დენასა჻

394. ჰინდოეთს჻ შუიდთა჻ მეფეთა჻ ყოვლი჻ კაცი჻ ხართ჻ მცნობელი჻ ექუსი჻ სამეფო჻ ფარსადანს჻ ჰქონდა჻ თუით჻ იყო჻ მპყრობელი჻ უხვი჻ მდიდარი჻ უკადრი჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ ტანად჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ ომად჻ მძლე჻ რაზმთა჻ მწყობელი჻

395. მამა჻ ჩემი჻ ჯდა჻ მეშვიდე჻ მეფე჻ მებრძოლთა჻ მზარავი჻ სარიდან჻ ერქვა჻ სახელად჻ მტერთა჻ სრვად჻ დაუფარავი჻ ვერვინ჻ ჰკადრებდის჻ წყენასა჻ ვერ჻ ცხადი჻ ვერცა჻ მპარავი჻ ნადირობდის჻ და჻ იშვებდის჻ საწუთროგაუმწარავი჻

396. ხალვა჻ მოსძულდა჻ შეექმნა჻ გულს჻ კაეშანთა჻ ჯარები჻ თქუა჻ წამიღია჻ მტერთაგან჻ ძლევით჻ ნაპირთა჻ არები჻ ყოვლგნით჻ გამისხმან჻ მორჭუმით჻ ვზი჻ მაქვ჻ ზეიმი჻ და჻ ზარები჻ ბრძანა჻ წავალ჻ და჻ მეფესა჻ ფარსადანს჻ შევეწყნარები჻

397. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკვნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა჻ შესთუალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ჰინდოეთისა჻ სრულისა჻ აწ჻ მე჻ მწადს჻ თქვენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვცნა჻ ძალი჻ გულისა჻ სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ ნამსახურისა჻

398. ფარსადან჻ შექმნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან჻ შესთუალა჻ ღმერთსა჻ მადლობა჻ შევსწირე჻ ჴმელთა჻ მფლობელმან჻ რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ინდოეთს჻ მჯდომელმან჻ ჻ აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ მშობელმან჻

399. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამილბარობა჻ თვით჻ ამირბარსა჻ ინდოეთს჻ აქვს჻ ამირსპასალარობა჻ მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ჴელისა჻ მიუმცდარობა჻ სხუად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა჻

400. თუით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა჻ თქუა჻ ჩემებრი჻ ამირბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა჻ ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა჻ მას჻ არა჻ ვჰგავ჻ ასრე჻ ვითა჻ მე჻ სხუა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა჻

401. ძე჻ არა჻ ესვა჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა჻ ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხუნეს჻ სპანი჻ ზარსა჻ ვაი჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა჻ მეფემან჻ თქვა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თვით჻ ჩემივე჻ გუარი჻ არსა჻

402. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მიმიყვანეს჻ შვილად჻ მათად჻ საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქუეყანათად჻ ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ჴელმწიფეთა჻ ქცევა჻ ქნათად჻ მოვიწიფე჻ დავემსგავსე჻ მზესა჻ თვალად჻ ლომსა჻ ნაკვთად჻

403. მოწამე჻ ასმათ჻ ყოვლისა჻ ჩემისა჻ ფერმიხდილისა჻ მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შუენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა჻ იტყოდეს჻ ჩემნი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა჻ აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა჻

404. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიხდილისა჻ მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შუენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა჻ იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა჻ აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა჻

405. ქება჻ არ჻ ითქუმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა჻ ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა჻ ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალგუარითა჻ საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა჻

406. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგუიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა჻ მართ჻ მაშინვე჻ ჰგვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა჻ უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა჻

407. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ჴსენებასა჻ მიეწურა჻ ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა჻ ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა჻ თქუა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკვდილისა჻ დღე჻ დასტურა჻

408. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ჴმობილი჻ შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻ მთუარისა჻ მსგავსიმზისაგან჻ შვენებით჻ არშეფრობილი჻ მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი჻

409. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესულა჻ ომსა჻ მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა჻ მამასავე჻ ჴელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა჻ ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვჴოცდი჻ ლომსა჻

410. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა჻ ქვად჻ ფაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თუალისა჻ პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა჻ იგი჻ მუნ჻ იყვის჻ მედების჻ ვისგან჻ საჴმილი჻ ალისა჻

411. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი჻ ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი჻ დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქვრივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი჻ და჻ მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი჻

412. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა჻ ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყვიან჻ იმღერდის჻ ნარდითა჻ მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა჻