... (H-2074), XVI-XVII სს.

432. ვიცოდი჻ სწადდა჻ არვისგან჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ დარისა჻ მე჻ გარე჻ ვდეგ჻ და჻ მეფემან჻ შევლო჻ ფარდაგი჻ კარისა჻ ვერას჻ ვხედევდი჻ ოდენ჻ ჴმა჻ მესმოდა჻ საუბარისა჻ ასმათს჻ უბრძანა჻ გამოხუმა჻ დურაჯთა჻ ამირბარისა჻

433. ასმათ჻ ფარდაგსა჻ აზიდნა჻ გარეთ჻ ვდეგ჻ მოფარდაგულსა჻ ქალსა჻ შევხედენ჻ ლახუარი჻ მეცა჻ ცნობასა჻ და჻ გულსა჻ მოვიდა჻ მივსცნე჻ დურაჯნი჻ მთხოვნა჻ ცეცხლითა჻ დაგულსა჻ ვაიმე჻ მას჻ აქათ჻ საჴმილსა჻ დავუწვავ჻ ნიადაგულსა჻

434. ქალი჻ მოდგა჻ დურეჯთათუის჻ ტანად჻ სარო჻ ლამაზენი჻ მადლი჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფემან჻ სახლი჻ შენი჻ ააშენი჻ ჴელთა჻ მივსცენ჻ წასახვმელად჻ ააყბედნა჻ ტკბილად჻ ენი჻ მადლი჻ მისსა჻ შემოქმედსა჻ ვინ჻ შენებრი჻ დააშენი჻

435. აწ჻ წაჴდეს჻ იგი჻ ნათელნი჻ მზისაცა჻ მოწუნარენი჻ მისი჻ ვერ჻ გასძლო჻ ხსენება჻ დაბნდა჻ და჻ სულთქნა჻ მწარენი჻ ყმა჻ და჻ ასმათი჻ ტიროდეს჻ ჴმას჻ სცემდეს჻ იგი჻ არენი჻ ჭმუნვით჻ თქუეს჻ მკლავნი჻ ცუდ჻ ქმნილნი჻ ვაი჻ გმირთა჻ მემუქარენი჻

436. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი჻ ესე჻ რა჻ თქვა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლით჻ ბრძანა჻ შობა჻ ქალი჻ დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი჻ თქვა჻ მაშინვე჻ მზესა჻ ჰგუანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი჻

437. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა჻ მოციქულიმოციქულსა჻ ინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა჻ მზე჻ და჻ მთუარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა჻ ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა჻

438. ასმათმან჻ წყალი჻ დაასხა჻ ცნობად჻ მოვიდა჻ ტარია჻ დიდხან჻ ვერა჻ თქვა჻ სევდამან჻ გული჻ შეუპყრა჻ დარია჻ დაჯდა჻ და჻ მწარეთ჻ სულთ჻ ითქუნა჻ ცრემლი჻ მიწასა჻ გარია჻ თქვა჻ ჩემგან჻ მისი჻ ხსენება჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ზარია჻

439. მიმდონი჻ საწუთროსანი჻ მისთა჻ ნივთთაგან჻ რჩებიან჻ იშუებენ჻ მაგრა჻ უმუხთლოდ჻ ბოლოდ჻ ვერ჻ მოურჩებიან჻ ვაქებ჻ ჭკუასა჻ ბრძენთასა჻ რომელნი჻ ეურჩებიან჻ ისმენდი჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ თუ჻ სულნი჻ შეღამრჩებიან჻

440. დურაჯნი჻ მივსცენ჻ გავიღე჻ სხუა჻ ვერა჻ გზაღა჻ თავისა჻ ჻ დავეცი჻ დავბნდი჻ წამიჴდა჻ ძალი჻ ჴორცათა჻ და჻ მკლავისა჻ რა჻ სულად჻ მოვე჻ შემესმა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ და჻ ვისა჻ გარე჻ მომრტყმოდა჻ ჯალაბნი჻ ვითა჻ ჩამსხდომნი჻ ნავისა჻

441. შიგა჻ ვწევ჻ დიდთა჻ დარბაზთა჻ ტურფითა჻ საგებელითა჻ ზედა჻ მტიროდეს჻ მეფენი჻ ცრემლითა჻ უშრობელითა჻ პირსა჻ იხოკდეს჻ ჴელითა჻ ღაწუისა჻ გამპობელითა჻ მუყრნი჻ მოასხნეს჻ სენითა჻ მთქუეს჻ გამაბელზებელითა჻

442. მე჻ რა჻ მნახა჻ თუალახმული჻ მეფე჻ ყელსა჻ მამეხვია჻ ცრემლით჻ მითხრა჻ შვილო჻ შვილო჻ ცოცხალ჻ ხარ჻ ღა჻ სიტყვა჻ თქუია჻ მე჻ პასუხი჻ ვერა჻ უთხარ჻ ვითა჻ შმაგი჻ შევეკრთია჻ კულა჻ დავეცი჻ დაბნედილი჻ გულსა჻ სისხლი჻ გარდმეთხია჻

443. სრულნი჻ მუყრნი჻ და჻ მულიმნი჻ მე჻ გარე჻ შემომცვიდიან჻ მათ჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ მუსაფი჻ ყოველნი჻ იკითხვიდიან჻ მტერდაცემული჻ ვეგონე჻ არ჻ ვიცი჻ რას჻ ჩმახვიდიან჻ სამ჻ დღემდის჻ ვიყავ჻ უსულოდ჻ ცეცხლნი჻ უშრეტნი჻ მწვიდიან჻

444. აქიმნიცა჻ იკუირვებდეს჻ ესე჻ სენი჻ რაგუარია჻ სამკურნალო჻ არა჻ სჭირს჻ რა჻ სევდა჻ რამე჻ შემოჰყრია჻ ზოგჯერ჻ შმაგად჻ წამოვიჭრი჻ სიტყვა჻ მცთარი჻ წამერია჻ დედოფალი჻ ზღუასა჻ შეიქს჻ მას჻ რომ჻ ცრემლი჻ დაუღვრია჻

445. სამსა჻ დღესა჻ დარბაზს჻ ვიყავ჻ არ჻ ცოცხალი჻ არცა჻ მკვდარი჻ მერმე჻ ცნობა჻ მომივიდა჻ მიხუდი჻ რასმე჻ მიუმხვდარი჻ ვთქვი჻ თუ჻ ჰაი჻ ჰაი჻ რაშიგან჻ ვარ჻ მე჻ სიცოცხლეგარდამხდარი჻ თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ ვჰკადრე჻ სიტყვა჻ სამუდარი჻

446. ვთქვი჻ თუ჻ ღ~თო჻ ნუ჻ გამწირავ჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე჻ მომეც჻ ძალი჻ დათმობისა჻ ცოტად჻ ვითა჻ ამადგინე჻ აქა჻ ყოფა჻ გამამჟღავნებს჻ ჩემსა჻ შინა჻ მიმაწვინე჻ ღ~თნ჻ ქნა჻ და჻ მორევსჯობდი჻ გული჻ წყლული჻ გავარკინე჻

447. ზე჻ წამოვჯე჻ მეფისაგან჻ კაცი჻ დია჻ მოვიდოდა჻ ახარებდეს჻ წამოჯდაო჻ დედოფალი჻ გამორბოდა჻ მეფე჻ მორბის჻ თავშიშველი჻ არ჻ იცოდა჻ რას჻ იქმოდა჻ იგი჻ ღ~თსა჻ ადიდებდა჻ სხუა჻ ყველაი჻ უჩუმოდა჻

448. იქით჻ და჻ აქათ჻ მომისხდეს჻ მახურიტეს჻ სახურეტელია჻ მე჻ მოვახსენე჻ პატრონო჻ გული჻ აწ჻ უფრო჻ მრთელია჻ ცხენსა჻ შეჯდომა჻ მწადიან჻ ვნახნე჻ წყალნი჻ და჻ ველია჻ ცხენი჻ მომგუარეს჻ შეცავჯე჻ მეფე჻ ჩემთანა჻ მვლელია჻

449. გამოვედით჻ მოვიარეთ჻ მოედანს჻ და჻ წყლისა჻ პირსა჻ შინა჻ მიველ჻ დავაბრუნვე჻ მეფე჻ მომყუა჻ სახლთა჻ ძირსა჻ ჩემსა჻ მიველ჻ უარ჻ გავჴე჻ სხვა჻ დამერთო჻ ჭირი჻ ჭირსა჻ ვთქუი჻ თუ჻ მოვკუდე჻ ბედი჻ ჩემი჻ ამის჻ მეტსა჻ არას჻ ღირსა჻

450. ზაფრანის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან჻ გული჻ უფრორე჻ დამიჭრა჻ ათიათასმან჻ დანამან჻ საწოლს჻ მეკარე჻ შემოდგა჻ მოლარე჻ გაიყვანა჻ მან჻ ვთქუი჻ თუ჻ რა჻ იცის჻ ამბავი჻ ნეტარ჻ ან჻ იმან჻ ან჻ ამან჻

451. მონააო჻ ასმათისი჻ რა჻ იცისო჻ ვარქუი჻ ვკითხე჻ შემოვიდა჻ სააშიკო჻ წიგნი჻ მომცა჻ წავიკითხე჻ გამიკუირდა჻ სხუად჻ გულისა჻ ვითამცა჻ ვქენ჻ მწველთა჻ სითხე჻ მისგან჻ ეჭვი჻ არა჻ მქონდა჻ სევდად჻ მაწუა჻ გულსა჻ მით჻ ხე჻