... (W-17), XVII ს.

წიგნი ტარიელისა თავის საყუარელთანა მიწერილი

373. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

374. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები ესე ჰკადრე რადგან მზეო ჩემთვის ნათლად ამოჰხდები აჰა მკუდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რასაცაღა სამსახურსა ვტყუვი თუღა ვერიდები

375. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დამცა მვედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

376. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა მისისა მისგან მომესმა მოსმენა არ საუბრისა მქისისა მისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

377. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა

378. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარეილისა ხატაელთ მეფესთან მიწერილი

379. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი შევსთუალე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი

380. ჩვენნო ძმანნო და პატრონნო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება ფირცხლამცა მოიარებით თქუენ თუ არ მოხუალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გუნახნეთ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

381. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მჴეცთაცა მოვეწყინები

382. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემსა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი მით შემცვიან სევდათა ვთქვი საწუთროს გმობანი

383. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მომეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარის მცველმან მონა უჴმო უთხრა რამე დაფარული

384. მონააო ასმათისი საწოლს ვუთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისგან მესო გულსა დანა ლხინმან ბნელი გამინათლა ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა ვუთხარ ამისთანა

385. ბაღჩა შევვლე არ დამიხუდა კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი დაუმჭნარი

386. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშნაურის ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბითა თვალითა

387. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ იჴმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

388. ასმათ გამომყუა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წოღან გული დარმანთა მიარე მაშინ მომეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტიარე

389. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახშევ სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქუს საუბრისა მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი

390. მე უთხარ დაო შენგან ვეჭუ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყუეტ შენ ზედიზედი მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის ვეჭუ რომე შენ არ იქმოდე დამალსა