... (H-599), 1646 წ.

371. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გახსნევა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა:

372. ჴელ: გაჴსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქვას: რა: მინა: მონააო: ასმათისი: შემოყვანა: უთხარ: შინა: გულსა: შინა: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

373. მონამან: წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატეევ: ლამობდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხად: გავეც: ჟამია: მართალ: ხარ: გაკვირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა:

374. გულსა: ვარქვი: თუ: ლახვარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად: ინდონი: მმონებებ: აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეიგებენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ:

375. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყვანა: ვუთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიჴსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთვის: კვლა: უფრო: მმართებს: ლხინება:

376. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსანნი: გასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა:

377. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულდაღებულნი: მეფემან: გაცნა: მრავალი: თუალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

378. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქვიან: ალვად: შეჰვქენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

379. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახუისცა: ამირბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: ვარქვი: საწოლს: წაიყვანე: ჩემგან: არის: ნახმობარი:

380. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად: შადი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობაქნათა: აუგისა: საკრძალველად:

381. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყვანისმცა: მითხრა: მოსლვა: თქვენს: წინაშე: კურთხეულ: არს: რამან: ღირსმცა: გამიკვირდა: მიჯნურისა: თაყვანება: ექნა: ვისმცა: ვთქვი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

382. მითხრა: დღე: ეგე: სირცხვილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყვი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა:

383. ადგა: მითხრა: თქვენსა: მკრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭვ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისად: უთნევია: ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი:

384. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩნევ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკვდები: მაგრამ: ბნედა: ცუდად: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყველაკასა: ჩემგან: თქმულსა:

385. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყვარელსა: უჩუენნე: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩუენნი: სახარაჯონია: აწ: მათი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

386. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კვლავ: ჟამი: არ: მამხდომია: ძოღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მანდა: ყველაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

387. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩუენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კვლამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე:

388. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

წიგნი: ტარიელისა: საყვარელსა: თანა: პირველად: მიწერილი: