... (H-54), 1680 წ.

352. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღმერთმან: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ჰქმენ: დამალული: იყავ: შინა: იმა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა: თუ: ვითა: რა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

353. ავთანდილ: ქუაბსა: დამალა: ქალმან: დამალვით: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ჰშვენოდა: კაპარჭ: ჴმალითა: ატირდეს: მაღლად: ცრემლითა: ზღუათაცა: შესამალითა ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

354. ამარტის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეჴსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკვეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

355. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყვე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მას: ზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქუამს: ჭირ: მონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

356. მან: ქალმან: ჴელყო: კუესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწურისა: შეუქნელისა: მიუპყრა: ერთი: აჰჴლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა:

357. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი: შეჰკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოვარდა: ვითა: რეტი: იზახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკერძ: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი:

358. რად: დაბრუნდი: მოახსენა: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყვეს: ლაშქარნი: უთუალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და:

359. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მივეო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: თქუა: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

360. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცუივდეს: ასნაკეცნი: ბევრის: ბევრად: მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

361. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოჰკვდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთუის: რა: მადლია:

362. უბრძანა: დავო: ეგეა: მსგავსი: შენისა: გულისა: მაგრა: არ: არის: ქუეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალუც: პოვნა: კაცისა: თუით: სოფლად: არმოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკუდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა:

363. ღმერთმან: სხვამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დავო: მივის: არასადა:

364. ქალმან: ჰკადრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რათგან: ღმერთსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდგიჴდია:

365. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკუვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცვლად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭურეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკვდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა:

366. ყმამან: უთხრა: რას: მენუკვი: არა: ვიცი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: ღმერთსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

367. ქალმან: კულა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყუეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

368. მან: უბრძანა: თუ: მაჩვენებ: ვნახავ: დიდად: გავიხარებ: სიყუარულმან: მისმან: ვისთუის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: უზამ: უგემურსა: არა: ოდეს: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: ეამების: ვაამებ: და: შევიყუარებ:

369. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყვანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქვა: მზისა: დასაგუანებლად:

370. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთვარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოჰფენდეს: ქვე: ბარად: რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: ჰგვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხუადმცა: რისად: ვთქუა: მე: და: რად:

371. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ჰჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭვირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექმნეს: იაგუნდნი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს: