ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

369. მოვახსენე არ მეწყალვის, თავი შენთვის დასაწველად მაგრა რადგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად შენ სინათლედ თვალთა ჩემთათ, მიჩნდე მზეებრ სანახველად აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად

370. აწ რასაცა მე მაღირსებ, ჴორციელი არვინ ღირს ა მოწყალება იჩქითია, ღ~თისა ამად არ მკუირსა შენთა შუქთა შემომადგამ, გულსა ბნელსა ზედა მჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა

371. ზედა წიგნსა საფიცარსა, შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მომკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწურთიცა

372. დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქუენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგეს გულსა ფენით

373. მეძნელებოდა სიშორე, მისი ბროლ ბალახშ მინისა მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე, ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისსა გამყრელი, გული მიც კლდისა ტინისა

374. დილასა შევჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულად სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა

375. დავაგდე ზღუარი ჰინდოთა, მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთზე ხანია მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია ჩუენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო თქუენნი თხანია

376. მე შემამძღუნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგუწყვეტ, არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვართვი, მით გვაბია ყელსა წნელი მოურვებლად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი

377. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩუენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია შენ მოგცეთ ციხექალაქი, მოგყუენ ცოტანი ყმანია

378. გვერცა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი, ჩუენ ერთხელ კულავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით

379. ჩუენ ამას ვარჩევთ წავიდეთ, კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გუეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ, აფიცე ღთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლა და კვლაცითა

380. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე,დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავჰყრი წამოვალ, ცოტათა შენ კერძ ვირები

381. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგი მოყმენი ქუელანი თანა წამომყუნენ წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყუელანი დავვედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი ახლოს მამდევდით მიშველდით, გიჴმობ თუ მინდენ შველანი

382. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხვა კაცი მისვე ხანისა კულავ ეძღუნა უცხო მრავალი ,შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცან, კულავ ძღუნობა ამისთანისა

383. კულაცა ეთქვა მართალია, ეზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო, ბრძანება ვქნა მეცა თქუენი ტკბილად ვნახეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამაძენი

384. მუნით წასული ჩამოვჰჴე, ტევრისა რასმე კიდესა კულა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღუნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი, თქუეს მართლად ინატრიდესა

385. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული, ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მაზრები მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწუნენ ვით მაყრები

386. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების

387. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი მკუდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველა კაცსა მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი

388. შემიგნია იგი კაცი, შენთუის კარგსა არ არჩევენ მოციქულთა მოგზავნილთა, საღალატოდ შეგიჩვევენ ილათითა მიგიყუანენ, უკან სპათა მოგაწევენ სასიკვდილოდ მონდომიხარ, აგრე ფიცხლად მით გაწვევენ