ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

350. ასმათ გამომყუა წამოველ, ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო მე გული, უფრო დრამანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე, კულა უფრო დამიტიარე

351. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასულისათვის, ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახშის, სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქუს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი

352. მე უთხარ დაო შენგან ვეჭუ, ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ, შენ ზედაზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭუ, მე შენგან არ დანამალსა

353. შევჯე წამოველ მდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ ხელქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ, მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა

354. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთუალნეს, ლაღნი და უკადრონია არც კაცნი ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხეუმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე, ჩუენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე

355. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმევ, ვინ პატრონობს ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ, კულავე წიგნსა შენ მიერსა

356. უბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია იგი ლაშქართა სიმრავლე, მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი, მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია

357. ფიცხლა მოვიდეს არ ექნათ, მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე, აბჯართა ხვარაზმულობა

358. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა, ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა

359. შინა მიველ დაღრეჯილსა, გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი, ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური, ვთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იჴელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

360. მონა შემოდგა მივეცი, საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა, მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე, შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვნებულსა

361. ვითა მმართებდა ეგზომი, რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა, მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო

362. შემავლო სახლი ნაგები, კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე, შესამოსლითა მწვანითა საკვირველი და ღარიბი, უცხო პირითა ტანითა

363. შევე წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გაუნათლა , ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამსა ჭურეტად

364. უბრძანა თუ მოახსენე, ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით, დადვა მას მზედ საქებარსა დავსჯე მივსცენ გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა

365. მიბრძანა ძოღან გეწყინა, გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი, და რიდი ამილბარისა

366. თუცა მართებს დედაკაცსა, მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა, არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქენ მართლისა შემოთუალვა

367. ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ, მითვე პირითა მტკიცითა ამას შევჯერდი დიდითა, ზენარითა და ფიცითა გეცრუვო ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

368. აწ შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯუდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კულავცა ნახვა, მამხუდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე