... (S-4997), XIX ს.

353. ასმათ გამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კულავ უფრო დაიტიარე

354. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დაჴაშ სიხარულის კარი აღი სირცხვილი თქვეს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

355. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭუ მე შენგან არ დანამალსა

356. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

357. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია ვინ არის თქუენი ჴელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

358. მოეწერა რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეჴმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუღა ვნახავ კულავღა წიგნსა შენ მიერსა

359. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკულავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყუელანი მართ ჩემკენ მონასხრპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

360. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

361. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

362. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

363. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიჴმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებუსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

364. ვითამც მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

365. შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

366. შევე წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი გამინათლა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად

367. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარი დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგანგულსა ვიტყვი მისგან ნაუბარსა

368. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა

369. თუმცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზე პირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა ძოღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

370. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

371. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კულაცა ნახვა მამხვდებოდეს შენი ვირე გული მამეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე