... (S-4499), XVII ს.

350. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩვენგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დაცამვედრა: ამილბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

351. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: ჰგუანდის: სინათლე: დღისისა:

352. ასმათს: მოვართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვად: ჴელის: შესაბამითა:

353. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: ზმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს:

აქა წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა:

354. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: მღრთულებრ: ძლიერი: მათი: ერდგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი:

355. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქვენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქუენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით:

356. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მამეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ხელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

357. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყუნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრამ: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვთქუი: საწუთროსა: გმობანი:

358. დღესა: ერთსა: საწოლს: მოველ: მეფისა: სრით: წამოსრული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიეცა: თვალთა: რული: კარის: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

359. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესო: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: ვუთხარ: ამის: თანა:

360. ბაღჩა: შეველ: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მამეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: ვაშად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფურჭნელი: დაუმჭნარი:

361. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბისა: თვალითა:

362. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყუა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა: ასმათ: უჴმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულა: მიმცა: ალმან: მურსა:

363. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვჰთქვი: საწუთროო: ვის: წოღან: გული: დარამთა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კულა: უფრო: დამიტიარე:

364. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: აგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დახშევ: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქვს: საუბრისა: მერმე: თავსა: ჰკრძალავს: ლაღი:

365. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბვითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყვეტ: შენ: ზედა: ზედა: მავალსა: თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არდანამალსა:

366. შევჯე: წამოველ: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოვე: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

367. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათის: მოსლვისა: დრონია: სიტყვანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: ჩუენ: ვართ: კაცნი: ჯაბანნი: არ: ციხე: უმაგრონია: ვინ: არის: თქუენი: ჴელმწიფე: ჩუენზედა: რა: პატრონია:

აქა წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე: