... (W-17), XVII ს.

354. ჴელგაჴსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყუანა უთხარ შინა გულსა შიგან დაუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

355. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვწერდი ჟამია მართალ ხარ გაკუირვებასა მოვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა

356. გულსა უთხარ თუ ლახუარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი გმონებებ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

357. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყუანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიჴსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მმართებს ლხინება

358. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა მინდორს ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

359. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულდაღებულნი მეფემან გასცა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

360. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქუიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

361. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო ინახვისცა ამირბარი ზეწარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი უთხარ საწოლს შეიყვანე ჩემგან არის ნაჴმობარი

362. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნასა აუგისა საკრძალველად

363. კარსა შევდეგ ქალი წინა მამეგება თაყუანისმცა მითხრა მოსულა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

364. მიველ დავჯე ტახტსა ზედა ქალი მოდგა ნოხთა პირსა ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა ვარქვი მანდა რას ზი თუ სიყვარული ჩემი გჭირსა მან პასუხი არა მითხრა ჩემთვის გვანდა სიტყუაძვირსა

365. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრამ აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა მაგას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღ~თისა წყალობა

366. ადგა და თქუა თქვენსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ ეჭუ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გამამართლოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტანდარეჯანისი თავის საყვარელთანა

367. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრამ ბნედა ცუდად მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა

368. ასმათ დგას ჩემთვის მისისა წიგნისა წასაკითხავად თქვა ძოღან შენი ამბავი მითხრიან ვისცა ვკითხ ავად ებრძანებს მესმის მოვლენო ლაშქარნი შენად მკითხავად ლომსა მით გმართებს ვაგლახი თუ მისი თავი ითხა ვად

369. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყუარელსა უჩუენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩუენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

370. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

371. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რამცა მოგახსენე აწ შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩუენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

372. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა დამემალვოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა