... (H-599), 1646 წ.

351. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდახდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარი: გებით: ა: შიგნით: შევედით: სრა: დაგვხვდა: მოცული: ფარდაგებითა: მაშინ: ნასობთა: ლახვართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

352. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარე: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ხმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამირბარისა:

353. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახვარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა: ვამე: მას: აქათ: სახმილსა: დავუწვავ: ნიადაგულსა:

354. აწ: წახდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ხსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ხმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქვეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

355. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქვა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქვა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

356. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

357. დურაჯნი: მთხოვეს: გავიღე: სხვა: ვერა: გზაღა: თავისა დავეცი: დავბნდი: წამიხდა: ძალი: მხართა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ხმა: ტირილისა: და: ვისა: გარეთ: მომრტყმოდა: ჯალაბნი: ვითა: ჩამსხდომნი: ნავისა:

358. შიგა: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოკდეს: ხელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითა: მთქუეს: გამაბელზებელითა:

359. მე: რა: მნახა: თვალ: ახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალ: ხარ: ღა: სიტყვა: თქვია: მე: პასუხი: ვერა: გავეც: ვითა: შმაგი: შევეკრთია: კვლა: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

360. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მტერ: დაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: მათ: ხელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ნიადაგ: მიკითხვიდიან

361. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: რა: სენია სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყვა: მცთარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

362. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკვდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მივხვდი: რასმე: მიუმხვდარი: ვთქვი: თუ: ჰაი: ჰაი: რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: გარდამხდარი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყვა: სამუდარი:

363. ვთქვი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: მანვე: ქნა: და: მორევსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე:

364. ზე: წამოვჯე: მეფისაგან: კაცი: დია: მოვიდოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: არ: იცოდა: რას: იქმოდა: იგი: ღმერთსა: ადიდებდა: სხვა: ყველაი: უჩუმოდა:

365. იქით: და: აქათ: მომისხდეს: მახვრიტეს: სახვრეტელია: მე: მოვახსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახნე: წყალნი: და: ველია: ცხენი: მომგვარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია:

366. წამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: ჩემსა: მიველ: დავაბრუნვე: მეფე: მომყვა: სახლთა: ძირსა: შინა: მიველ: უარ: გავხე: სხვა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქვი: თუ: მოვკვდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა:

367. ზაფრანის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათიათასმან: დანამან: საწოლს: მეკარე: შემოდგა: მოლარე: გაიყვანა: მან: ვთქვი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან:

368. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქუი: ვკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მომცა: წავიკითხე: გამიკვირდა: სხვად: ვითამცა: ვქენ: გულისა: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭვი: არა: მქონდა: სევდად: მაწვა: გულსა: მით: ხე:

369. მე: გამიკვირდა: სით: ვუყვარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: დამწამებს: უზრახობასა: ჩემგან: იმედსა: გარდასწყვეტს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: აშუკობასა:

370. დღენი: გამოხდეს: მე: გული: უფრორე: დამწვეს: კვლავ: ალთა: ვეღარ: ვუჭვრეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა: