... (H-54), 1680 წ.

333. ჩემსა: თავსა: მიჯნურობა: მართალია: არ: ნაჭორად: ჩემი: ვერა: ვერ: მოგკიდე: მეუბნები: მრუდსა: სწორად: ვინცა: აქა: გამომგზავნა: არვინ: მიჩს: მისად: სწორად: მისგან: კიდე: სხვა: მნათობი: შევაწონე: ერთ: დრამ: ორად:

334. გამოჭრილვარ: ვიარები: დამწუავს: ცეცხლთა: სახმილია ამა: ყმისა: მიზეზითა: სრულ: ჴმელეთი: მომივლია: ჭირთა: ნაცულად: შენ: გიპოვე: თუ: არ: მეტყვი: ცრემლს: მილია: თქუენად: ძებნად: მოვიძულვე: სახლი: კარი: ზღუდე: ვლია:

335. თუ: შენ: გწადდეს: ჩემი: შეყრა: იგი: გეტყვის: არას: არა: მაგრა: ჩემი: ყოფა: ღმერთმან: ვიცი: ბოლოდ: დამამწარა: შენგან: კიდე: არვინ: მივის: თავი: ჩემი: მოგაბარა: იტყვის: მივხუდი: ჩემსა: ლხინსა: მე: არ: ღირს: ვარ: მიწა: არა:

336. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგეც: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთუის: მოვკვდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

337. მე: მისითა: მიზეზითა: არ: მინახავს: დღე: ნათელი: მუნით: ვზივარ: დევთა: ქვაბსა: ვდუღ: და: მამდის: ცხელი: ცრემლი: მიწას: ვლაჴავ: თუ: ზე: ვჰფრინავ: არა: ვიცი: მე: მართალი: ღმერთმან: მომკლას: ან: მილხინოს: დიდ: არს: მისი: სამართალი:

338. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომმცა: ცრემლსა: ჰმილდები: მოგხუდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკვდები: გაცასწბილდები:

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე ეუბნების მაშინ თავითა:

339. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: ჰგავსო: არა: სხვასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იზახის: ვაგლახვასა:

340. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახუმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქუეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

341. აწ: დაო: შენსა: ჴელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აპყრობა: ჴელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ლხენისა: თუარა: ვისმც: ექნა: გვარლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

342. ქალმან: უთხრა: მომეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

343. იმა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების:

344. ყმამან: უთხრა: ვარდო: დაჭნი: დრო: მოვიდა: შენის: ზრვისა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: ცრემლით: ჰკოცნენ: სახეპირსა: ასმათ: ტირის: სისხლის: ცრემლსა: ტევრი: შექნა: ნათხზის: თმისა: იგი: ტირან: სოფლისათვის: და: სოფელი: მათთვის: ტირსა:

345. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: მისისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქუიან: რომელსა: წვა: მაქუს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

346. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყუასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მტერთა: მემაჯანსა: ვსჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: მისგან: ჴორცსა: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

347. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუთუ: ვით: რა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყუარო: თუით: გიანბოს: საქმე: მისი: საყუარელსა: გაახარო:

348. ტირს: ვაიმე: საყვარელო: წახუელ: რასმე: ქვეყანასა: თავი: შენად: საძებარად: შევაცურვე: შიგან: ზღუასა: მოვეშორვე: გამზრდელთ: და: სწორნი: ჩემნი: ვაგლახვასა: ანუ: მოვჰკვდე: ანუ: დავრჩე: მოველოდე: ნეტარ: რასა:

349. უთხრა: დავო: ღმერთმან: შეგზღოს: საიქიოს: მისაგები: ღმერთსა: სწადდეს: ჩემი: ლხინი: ასრე: ამად: არ: ვიწვები: ჩემთა: ცეცხლთა: დავსებასა: სხვასა: ვისმცა: ვეხვეწები: თუ: მიბრძანებს: ჩემებრ: ხელსა: გაღანამცა: ვიახლები:

350. ქალი: ჰკადრებს: საუბართა: იგი: მოყმე: ატირდების: ვაგლახ: მეო: საყვარელო: ცეცხლი: ცხელი: მოედების ვინ: შეიპყრა: გული: ჩემი: შენგან: კიდე: ვის: ჰჴელთდების: ოდის: მამცეს: კაცსა: ხლებად: აქათ: ასრე: მემტერების:

351. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დაჰმორჩილდა: დართო: ნება: ამას: ზედან: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოფინება: უკურიდეს: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება: