ანბავნი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ვეფხისტყაოსნობით წოდებული (Q-1075), XVIII ს.

332. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად, კვლავ ჟამი არ მამჴდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭურეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყუელაი მასმია, რაცა შენ გარდაგჴდომია

333. მართლად გითხრობ მომისმინე, ესე რამცა მოგახსენე აწ შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩუენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე

334. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთუალვოდა გული მი და მო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა საყუარელთანა

335. თვალთა დავიდევ უსტარი, მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს, რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა, ჩემი ვერ დამიჯერია

336. ასმათს უთხარ მე პასუხსა, ამის მეტსა ვერ მივხუდები ესე ჰკადრე რადგან მზეო, ნათლად ამოჴდები აჰა მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი თუღა ვერიდები

337. ასმათ მითხრა მე მიბრძანა, ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა, საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცა მვედრა ამილბარსა, უთხარ ასრე ნამუსობდეს

338. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება, ჰქონდის ნახვისა მისისა მისგან მომეცა მოლხენა, არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა, გვანდის ნათელი დღისისა

339. ასმათს მივართვი რჩეული, თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა, ვარ გამაძღარი მაგითა ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ, სხვა ჴელის შესაბამითა

340. ქალი ადგა წამოვიდა, მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამინათლა, დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს მერე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა ზმიდეს მხიარულმან საბოძვარი, გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა

341. გავგზავნე კაცი ხატაეთს, და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა, არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების, ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების, თავისა არ მადრიერი

342. ჩვენნო ძმანნო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით თქუენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გუნახნეთ თავისა, სისხლთა ნუ ეზიარებით

343. კაცნი გავგზავნენ მე გულსა, მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო, ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო, მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელმქმნა რომე საახლოდ, მჴეცთაცა მოვეწყინები

344. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყუნიან, ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან, სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროს გმობანი

345. დღესა ერთსა საწოლს მოვე, მეფისა სრით წამოსრული წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიმეცა თვალთა რული კარსა მცველმან მონა უჴმო, უთხრა რამე დაფარული

346. მონააო ასმათისი, საწოლს ვუთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო, ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი გამინათლა, ამიფოლხუდა ჯაჭუთა მანა წავე მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა

347. ბაღჩა შევვლე არა დამხუდა, კაცი ჩემი მოუბნარი ქალი წინა მომეგება, მხიარული მოცინარი მითხრა შავად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი, უფრჭვნელი დაუმჭნარი

348. ამიგდო ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემამხედნის ლამაზად, მის მელნის ტბითა თვალითა

349. დიდხან ვდეგ და არა მითხრა, სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემამხედის, ვითამცა რა შინაურსა ასმათ მითხრა მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კულავ მიმცა ალმან მურსა