... (S-4997), XIX ს.

335. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

336. მართლად გითხრობ მამისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდათ ნუღარა სტირ ვარდი კულამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

337. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა

წიგნი ტარიელისა პირველი საყვარელსა თანა მიწერილი

338. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრივ მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

339. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები ესე ჰკადრე მზეო რათგან ჩემთვის ნათლად ამოხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები რაცაღა სამსახურსა ვიტყვი თუმცა ვერიდები

340. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა არა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიყობდეს დაცამვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

341. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზისაცა რიდება ჰქონდის ნათლისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

342. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ჴელის შესაბამითა

343. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი გამინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

აქა წიგნი ტარიელისაგან ხატაველთანა მიწერილი და კაცისა გაგზავნა და მათი დაბარება

344. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღ~თისგან ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი

345. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილები ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთ ნუ ეზიარებით

346. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

347. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა დარბაზობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვთქვი საწუთროს გმობანი

348. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრითა წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა რამე დაფარული

349. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმა ბნელი გამინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

350. ბაღჩა შეველ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მამეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნაჴე ვარდი შენი უფურჭკნელი და დაუმჭკნარი

351. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგას კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომჴედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა

352. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამც რამე შინაურსა ასმათ უჴმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა